"ჩემთვის ყველა ოლიმპიადა განსაკუთრებული იყო. ამიტომაც არცერთის გამოყოფა არ შემიძლია, თუმცა პეკინის თამაშები მაინც ცალკე დგას, რადგან სპორტსმენებს უყვართ კარგი შედეგების გახსენება.
ჩემი ცხენი რიო-დე-ჟანეიროსკენ იხედება და იქ ჩემს გარეშე ვერ გაემგზავრება", - ამბობს კანადელი სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში.
მილარი, რომელსაც იანვარში 65 წელი შეუსრულდა, მეცხრე ადგილზე გავიდა კონკურის შეჯიბრში. მას ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი 25 წლის ასაკში, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე ჰქონდა.
მომდევნო
უნდა აღინიშნოს, რომ მილარი არასოდეს ყოფილა ოლიმპიური ჩემპიონი. ერთადერთი მედალი მან ოთხი წლის წინ, პეკინში მოიგო - ეს იყო კონკურში გუნდური ასპარეზობის ვერცხლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"