ცხენოსნობასაც დავიბრუნებთ

AutoSharing Option
 ჩვენი სპორტული კავშირი 5 წელიწადია, ქუთაისის მერიის ხელმძღვანელებთან ერთობლივი ძალისხმევით ატარებს სახელოვანი სპორტსმენების კოლია ქვარიანისა და დავით ციმაკურიძის სახელობის უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირებს. გაისად ამ ღონისძიებებს, ქუთაისის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, დაემატება ორდღიანი ტურნირი ეროვნულ საცხენოსნო სახეობებში ქვეყნის რეგიონების სპორტსმენთა მონაწილეობით წლეულს განახლებული ქუთაისის ისტორიული იპოდრომის ტერიტორიაზე.

ამ დღეებში კი ქუთაისის სპორტის სასახლეში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის სახელობის მეორე ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მასპინძლები, აჭარელი, ზუგდიდელი, ვანელი, სამტრედიელი, წყალტუბოელი, ზესტაფონელი, ხაშურელი და გორელი 95 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირს ესწრებოდა ქუთაისის
მერი გიორგი თევდორაძე. სპორტული ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ გია ჩიხლაძე და ზაზა მჭედლიძე.

მსაჯობის ხარვეზების გამო მოხდა მცირე გაუგებრობა. მსაჯობა საერთო პრობლემაა. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის ბოლოს ჩავატაროთ ორკვირიანი სემინარები ქართული ჭიდაობის მსაჯების მოსამზადებლად.

კვარცხლბეკი
60 კგ: 1. ვაჟა მარგველაშვილი (გორი), 2. ომარ ლომიძე (ხაშური), 3. თემურ ნასყიდაშვილი (ზესტაფონი).
65 კგ: 1. ზურაბ შარვაშიძე, 2. იოსებ ჭელიძე (ორივე-ქუთაისი), 3. სიმონ ქოხაშვილი (გორი).
72 კგ: 1. ანზორ ხმიადაშვილი, 2. ბადრი ბიბილაშვილი, 3. ანზორ ბერუაშვილი (სამივე-გორი).
80 კგ: 1. გაგა არჩვაძე (ქუთაისი), 2. ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი), 3. გურამ წულუკიძე (ქუთაისი).
90 კგ: 1. ლაშა გურული, 2. დავით სეფისკვერაძე (ორივე-ქუთაისი), 3. პაატა ღვინიაშვილი (გორი).
აბსოლუტური: 1. პაატა ღვინიაშვილი, 2. ლაშა გურული, 3. გოჩა ლომიძე (ქუთაისი).

აბსოლუტურ წონაში დავით ციმაკურიძის სახელობის მთავარი პრიზი ამჟამად გორელ პაატა რეხვიაშვილს დარჩა.

დიმიტრი დუნდუა
ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის პრეზიდენტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული