მაიკლ ფელპსი ფორმაში შედის

AutoSharing Option
14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა სეზონის ახალი რეკორდი დაამყარა 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში.

11 მარტს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა კოლამბუსში გამართული გრანპრი შემდეგი შედეგით მოიგო - წუთი და 55,32 წამი.

2012 წლის სეზონის რეკორდი (წუთი, 55.94 წამი) ბრიტანელ ჯოზეფ როუბაკს ეკუთვნოდა. ეს შედეგი მან 6 მარტს, ლონდონში ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის დროს დაამყარა.

კოლამბუსში ფელპსს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მეორე ადგილზე გასული ტომ კრემერი მაიკლ თითქის სამი წამით ჩამორჩა.

როგორც აშშ-ის ცურვის ასოციაცია იუწყება, ერთი დღით ადრე ფელპსმა ოქროს
მედალი მოიგო 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. ამ დისციპლინაში მან ერთი წუთი და 45,69 წამი დააფიქსირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული