ტორპედომ ლონდონს დაუმიზნა

AutoSharing Option

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ, ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იან ტორპმა მაინც გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება. სპორტსმენის მენეჯერმა დეივ ფლესკასმა სააგენტო "როიტერს" მოუყვა, რომ ტორპმა უკვე დაიწყო ინტენსიური ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ოლიმპიადამდე დიდი გზაა გასავლელი, "ტორპედო" (ტორპის მეტსახელი) ძველებურად სიამოვნებას იღებს საყვარელი საქმისგან და არ გამორიცხავს 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე გამოსვლას. ამასთან, ავსტრალიელს აღარ აწუხებს მხარის ძველი ტრავმა.

ფლესკასმა ისიც დაამატა, რომ ამ მომენტისთვის ტორპი ყველაფერს აკეთებს საგაისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ეს შეჯიბრი თებერვალში ან მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ

მსოფლიოს 13-გზის რეკორდსმენმა და 11-გზის ჩემპიონმა აქტიური კარიერა 2006 წელს დაასრულა. 2010 წლის მარტში ავსტრალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტორპი აუზს დაუბრუნდა და მალე მას დიდ სპორტში ვიხილავთ, მაგრამ ავსტრალიური ცურვის ლეგენდამ მაშინვე უარყო ეს ჭორი. ახლა, როგორც ჩანს, მან სერიოზულად განიზრახა უმაღლეს დონეზე დაბრუნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული