ლონდონისთვის მზადება დაწყებულია

AutoSharing Option

14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის დაიწყო მზადება. წლინახევრიანი გეგმის პირველი ეტაპი იქნება ტურნირი Austin Grand Prix, რომელიც ტექსასის შტატში გუშინ გვიან ღამით დაიწყო.

ფელპსისთვის ეს გახლავთ პირველი ოფიციალური შეჯიბრი 2010 წლის აგვისტოს შემდეგ. სპორტსმენის სიტყვებით, ახლა მისი მთავარი ამოცანა ტურნირებში დაბრუნება და "წყლის ხელმეორედ შეგრძნებაა". თავისი ბოლო ვარჯიშები ფელპსმა დადებითად შეაფასა.

რაც შეეხება ლონდონის ოლიმპიადას, ფელპსის თქმით, დარჩენილი წელიწადნახევარი ძალიან მალე გავა. "ახლა არც კი მჯერა, რომ პეკინის თამაშების შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა", - დაამატა

მაიკლმა.

25 წლის ფელპსი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. აქამდე არავის მოუგია ერთ ოლიმპიადაზე რვა, ჯამში კი 14 ოქროს მედალი. მაიკლი 2004 წლის თამაშებზე ექვსგზის ჩემპიონი გახდა, 2008 წელს კი რვა დისციპლინა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული