ტორპი მართლა ბრუნდება

AutoSharing Option

ცნობილი ხდება ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის იან ტორპის დიდი სპორტში დაბრუნების დეტალები. როგორც ავსტრალიური პრესა წერს, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი დღეს მოიწვევს სპეციალურ პრესკონფერენციას, სადაც ოფიციალურად გამოაცხადებს სპორტული კარიერის განახლების შესახებ.

სახელგანთქმული მოცურავე დიდი სპორტიდან 2006 წელს წავიდა და მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ჭორი ტორპის დაბრუნების შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ერთხელაც არ დადასტურებულა. ახლა კი, როგორც ჩანს, ჩემპიონს სერიოზულად აქვს განზრახული ახალი მწვერვალების დაპყრობა.

როგორც ერთ-ერთი ავსტრალიური გაზეთი წერს, ტორპი ლონდონის ოლიმპიადას უმიზნებს. ამისთვის მან ქვეყნის ცურვის ფედერაციაში მაისამდე უნდა გაიაროს რამდენიმე

დოპინგტესტი, რათა დაშვებული იქნას 2012 წლის ზაფხულის თამაშების შესარჩევი ტურნირზე, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული