ლა­შა ტა­ლა­ხა­ძემ ეილათ­ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ეილათ­ში (ის­რა­ე­ლი) დამ­თავ­რ­და ახალ­გაზ­რ­და ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხუ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ას­პა­რე­ზო­ბის ბო­ლო დღეს ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძა­ლოს­ნის - კო­ბა ტა­ლა­ხა­ძის ვაჟ­მა ლა­შა ტა­ლა­ხა­ძემ მძი­მე წო­ნა­ში სა­მი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა: საჩხე­რელ­მა ათ­ლეტ­მა ატაც­ში სა­მი­ვე ცდა გა­მო­ი­ყე­ნა და 190 კი­ლოგ­რა­მით მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

აქ მას რუს­მა მა­გო­მედ აბუ­ევ­მა (192) და სო­მეხ­მა გორ მი­ნა­სი­ან­მა (191) აჯო­ბეს. აკ­ვ­რა­შიც ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­ნა­წილ­და საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი: ტა­ლა­ხა­ძემ მე­ო­რე ცდა­ზე 222 კი­ლოგ­რა­მი აკ­რა, შემ­დეგ კი 232 კი­ლოგ­რა­მის და­ფიქ­სი­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ამი­ტომ აქაც ბრინ­ჯაო ერ­გო.

230 კი­ლოგ­რა­მით მე­ო­რე
იყო მი­ნა­სი­ა­ნი, რო­მელ­საც ორი კი­ლო­თი აბუ­ევ­მა გა­უს­წ­რო. ორ­ჭი­დის შე­დე­გე­ბით კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ავიდ­ნენ: 1. მა­გო­მედ აბუ­ე­ვი (424=192+232), 2. გორ მი­ნა­სი­ა­ნი (421=191+230), 3. ლა­შა ტა­ლა­ხა­ძე (412=190+222).

ჩვე­ნე­ბურ­მა მე-4 ად­გილ­ზე გა­სულ ბრი­ტა­ნელს - და­რი­უს იოკარ­ზა­დენს ორ­ჭიდ­ში 51 კი­ლო­თი აჯო­ბა. ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა რა­მაზ გურ­გე­ნი­ძემ გვითხ­რა, რომ ლა­შა ტა­ლა­ხა­ძეს ტრავ­მის გა­მო მა­ი­სის შემ­დეგ სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით არ უვარ­ჯი­შია, თო­რემ ეილათ­ში შე­უ­და­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­დაო.

ოც­წ­ლი­ა­ნებ­ში მედ­ლე­ბის ხა­რის­ხი­თა და ოდე­ნო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ერ­თი ვერ­ცხ­ლი­თა და ორი ბრინ­ჯა­ო­თი მე-9 ად­გი­ლი ხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული