შოტო კანი გორში

AutoSharing Option
23 ოქტომბერს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზმა შოტო კან კარატე დოს ტრადიციულ, მე-17 რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა კუმიტეში თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, ბორჯომისა და გორის ათი კლუბის მონაწილეობით ვაჟთა შვიდ და გოგონათა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრების ორგანიზაციული მხარე ჩვეულებისამებრ უზრუნველყო გორში შოტო კან კარატეს ფუძემდებელმა, გამოცდილმა სპეციალისტმა გელა პავლიაშვილმა. იგი 33 წელიწადია ავარჯიშებს შეგირდებს (გაზარდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები). ბოლო ორი წელიწადი კი სპორტსმენებს საკუთარი ბინის ერთ ოთახში წვრთნის. შეჯიბრებებისთვის ენთუზიასტ მწვრთნელს ყოველთვის დიდსულოვნად უთმობენ თავიანთ სარბიელს ზემოხსენებული
დარბაზის ხელმძღვანელები.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს.
ვაჟები. 6-7 წ. ლექსო მღებრიშვილი; 8-9 წ. ვალერი ნადირაშვილი; 10-11 წ. ანრი ბიწკინაშვილი (სამივე - თბილისი); 12-13 წ. თამაზ გოჩელაშვილი (ქუთაისი); 14-15 წ. ნიკოლოზ ქობალია (ზუგდიდი), 16-17 წ. ზურაბ ღანიაშვილი (დუშეთი) და 18 წ. ზემოთ - ირაკლი ბერაია (ზუგდიდი).
გოგოები. 13 წ-მდე და 14 წ. ზემოთ - თამუნა თურმანიძე (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული