კარატეს ეროვნული ნაკრები უწმინდესმა დალოცა

AutoSharing Option
17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთი მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა.

"დღევანდელი დღე ქართული კარატესთვის უმნიშვნელოვანესი იყო - პირველად ქართული კარატეს ისტორიაში უწმინდესმა და უნეტარესმა ჩვენი ეროვნული ნაკრები დალოცა.

ეს დღე პირადად ჩემთვის და ნაკრების თითოეული წევრისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ამის მერე შედეგებს გავაასმაგებთ. საქართველოში გამართულ არაერთ ტურნირში, აგრეთვე ევროპა-მსოფლიო ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებები პატრიარქმა მოიწონა და კიდევ ერთხელ დალოცა ეროვნული ნაკრები, 2012 წელს მეტი წარმატებები და ღვთის წყალობა გვისურვა.

ერისთვის ჯანსაღი მომავლის აღზრდის კუთხითაც მოიწონა ჩვენი საქმიანობა და ამისთვისაც დაგვლოცა. მადლობა უფალს და მადლობა უწმინდესს დღევანდელი დღისთვის", - აღფრთოვანებით განაცხადა უწმინდესისგან გამოსულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული