ჭიდაობა

ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
23 აპრილს ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი გაიმართა.

ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო ჩვენებურმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.

სამწუხაროდ მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.

მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც სამწუხაროდ ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.

მეოთხე
უკვე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ბოლო კი საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.

- Georgia’s national team of judokas wins European Championship
ასევე დაგაინტერესებთ