ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ბექაურის ოქრო, ჭანტურიას ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა - ოქრო და ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, გოგონათა შორის ბრინჯაოს პრიზიორი კი - მარიამ ჭანტურია (-63).

ლაშამ ტურნირზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაშის ბრწყინვალე გდებით - იპონით სძლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე სანტიაგოში 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ლუკა კაპანაძე გახდა. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის პირად შეჯიბრში მოპოვებული სამი მედალია - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

12 აგვისტოს სანტიაგოში ინდივიდუალური ტურნირის დასკვნითი საშეჯიბრო დღეა. ჩვენგან მედლებისთვის იბრძოლებენ მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90), ალექსი სვიანიძე და ლევან ჭელიძე (ორივე +90), გოგონათა შორის კი - სოფიო სომხიშვილი (+70).

მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.
სიახლეები ძალიან გვიანდება.წუხელ სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო,მაგრამ დაიწვან მაგათი ცოდვით,ვინც მძიმე წონა მოიგონა.სოფო მძიმე გოგოებს ყველას სჯობდა,მაგრამ ფინალში ხორვატ გოგოს შეხვდა,რომელიც ჩვეულებრივი,სპორტული აღნაგობისა იყო და იქ უკვე გამოჩნდა ზედმეტი წონის გავლენა.სოფომ აქტიურად დაიწყო და მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა,მაგრამ ორი წუთის მერე უკვე სული ეხუთებოდა,მეტოქეს კი დაღლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.ძირითად დროში სოფო ორჯერ გააფრთხილეს,ხოლო დამატებით დროში უკვე მესამედაც,მას უკვე აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.ვფფიქრობ ათი კილო რომ დაიკლოს,იმ ხორვატსაც ადვილად მოუვლიდა.რაც შეეხება ბიჭებს,სანუგეშოში გადაერთნენ ,მაგრამ ორივემ პარალლელურად წააგეს,სვიანიძემ უიმედოდ,ჭელიძეს კი თითქოს უპირატესობა ჰქონდა,მაგრამ ილეთი გაეპარა.ბექაურმა თავიდანვე წააგო.
ადმინ დააბრუნეთ რა ძველი გაფორმება.
სოსო
11:49 13-08-2017
0
ვულოცავ მოჭიდავეებს გამარჯვებას. ბექაურს რაც შეეხება არ მომეწონა მისი ჭიდაობა (ილეთები 0, ფიზიკა ძალიან დაბალი) იმედია გამვითარდება ორივე მიმართულებით და ასახელებს საქართველოს.
Lasha
09:37 13-08-2017
0
დზალიან სუსტი ტაბო მოდისს რა გვესჰველება არ ვიციი.
judo
21:24 12-08-2017
1
სულითა და გულით ვულოცავ ბექას. მაგრამ, არსებობს ერთი "მაგრამ": გამარჯვებულს რომ არ ასამართლებენ, თორემ... 2 წუთის მერე ვეღარ სუნთქავდა. სულ თუ ასთი შედეგით დამთავრდება იცოცხლე კარგია, მაგრამ დიდი შედეგი ასეთი მომზადებით ვერ მიიღწევა(მომავალს ვგულისხმობ)
g.v.g.
15:43 12-08-2017
0
მართალი ხარ 1000%
zvio
12 აგვისტო 2017 16:12
0
გენაცვალეთ ლომებო!!!
B-52
15:30 12-08-2017
0
....გაქვთ დაწერეთ აბრუნეებთ ძველ დიზაინს თუ არა?
კახა
14:55 12-08-2017
0
ფიზიკაა მეტად მისახედი, ჩვენები ვეღარ სუნთქავენ ...
1
ვუყურე და დიდებულად იბრძოლეს ორივემ,ახალკაცმაც კარგად დაიწყო მაგრამ...მოულოდნელად დამარცხდა.
სოსო
12:32 12-08-2017
0
სიახლეები პოპულარული