"გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი სტუმრად "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 იანვარს, სტუმრად "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 118:98 გაიმარჯვა.

ფაჩულიამ 20 წუთში 14 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, სროლათა მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მეურვე გახლდათ მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ზაზამ დუელი გასულ სექტემბერს, სანაკრებო დონეზეც მოუგო.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

რაც შეეხება "ორლანდოს" ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

"გოლდენ სტეიტში" 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.

44 მატჩიდან 38 მოგებით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად "მაიამი ჰიტთან" გამართავს.

ტარიელი
ნუ გშურთ !!!
gizog
გაიხარე ზაზა, სულ წარმატებიტ გევლოს.
ალეკო
რა შუაშია გაკერპება, ქართველს ქართველის წარმატება უნდა უხაროდეს და ეგაა!
rene
რა გააღმერთეთ ეს კაცი,არის NBA-ს საშუალო დონის კალათბურთელი,14 ქულა დააგროვაო,შე ოჯახ აყვავებულო აბა ცეკვის მასწავლებელი კი არაა ჩააგდოს უნდა თორემ აქეთ გამოაგდებენ
morte
ბოღმა ერი, კაცი ნბა-ში 14 ქულას აგროვებს, ფარქვეშიდან, თუ ფარის ზევიდან რა პრობლემაა, დაუთვალე ახლა საშუალო დისტანცია; მე მარკოს ფანი ვარ ზოგადად, მაგრამ ზაზამ საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა დადებითი ემოციებით და დიდ პატივს იმსახურებს
ცაგარელი
,,გიენა" რა კარგი სახელია ზოგიერთისთვის, ალალ. ზაზამ ერთი ქულაც რომ აიღოს... თუნდაც არ აიღოს, ასეთ გუნდში რომ მიიწვიეს, ვიამაყოთ. მათ ჩვენზე ცოტათი მაინც უკეთ იციან ვინ მიიწვიონ, თუმცა თანდათან უმატებს და უკვე მაღალ დონეზეც გავიდა. ვენაცვალე ქართულ ჯიგარში!
Zaza chemplons-ს
ასიანი ხარ, მაგრამ ასეთი....პასუხის გაცემის ღირსნიც არ არიან, ეს ტიპი არა მგონია ჩვენი სისხლისა იყოს, იყოს, ....თავის ბოღმაში, ჩაკვდეს ბოლომდე, ზაზას რაც შეეხება, თამაშობს ალბათ ყველა დროის საუკეთესო გუნდში, თამაშობს მაღალი საკალათბურთო ინტელექტით, როგორიც გოლდენ სტეიტს შეეფერება, რაც მთავარია მუდმივად პროგრესირებს, თუ აკვირდებით ეს სუპერვარსკვლავები სულ უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან მას, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიამაყოთ ამ მაგარი, უმაგრესი კაცით და ვიყოთ ცოტათი მაინც ბედნიერები
მასე სამშობლოც აქეთ ხანდახან
როგორ გიყვართ ადამიანის გაკერპება, ბევრი ქებაც არ შეიძლება, კარგი არასდროს არ მოუტანია.
zaza champion!!!!!
ერთი-ორი გიენა რომ არ გამოერიოს ხოლმე ამ კომენტარებში ისე როგორ იქნება. რა გინდა შე კლავიატურის ჭიავ, რა ქულებს უთვლი ზაზას, შენი და სისხლი და ხორცი რომ არის ეს არ არის საკმარისი შე უვარგისო?
ირაკლი
გენაცვალე ჯიგარშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ჯონი
ზაზა არის უნიჭიერესი, შრომისმოყვარე, სიმპათიური, ინტელექტუალური და ლიდერი კალათბურთელი. გუშინაც ბრწყინვალედ ითამაშა. მაკდის კი არა, კაზენს და ოლდრიჯსაც არ შევადარებ. მათ ყანაში შეიძლება აჯობონ ზაზას. ზაზა ქართველი ხალხის სიამაყეა.
სროლის მაღალი მაჩვენებელი ქონდა
ფარქვეშიდან ჩააგდო ყველა ბურთი, საშუალო დისტანციიდან არც ერთხელ არ უსვრია, თან ზედიზედ ორი საჯარიმო სროლა ააცილა, სამაგიეროდ მაკგი ტენიდა ეფექტურებს და ერთი ქულით ჩამორჩა.
davit
გაიხარე -- გაგვახარე.
912
მიდი ზაზა ასე გააგრძელე მთავარია ბეჭედი დაიდოს ჩვენი ოლ სტარი ფინალი იქნება
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
დონჩიჩის მორიგი შესანიშნავი შეხვედრა და გამარჯვება "ორლანდოსთან" [VIDEO]
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]
NBA. 54 ქულა და კანადაში წაღებული გამარჯვება [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფენომენალური კარი - სტეფმა ბითაძის გუნდს 56 ქულა ჩაუგდო და მატჩის ბედი შემოატრიალა [VIDEO]
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
გოგას სოლიდური თამაში, თანაც დიდი დროით [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
კარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]