TOP.GE
კალათბურთილეგიონერები
შერმადინის 21 ქულა - "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა [VIDEO]
19:07/26-04-2024
+-
00:00 / 00:00

გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "პერისტერს" 97:93 სძლია და ფინალში გავიდა.

შერმადინმა 26 წუთში 21 ქულა (8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინის საამმატჩო მე-19 ქულა ჩემპიონთა ლიგაში მითვლილი 1114-ე ქულა გახლდათ და ამით ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.

34 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთმაშე შერმადინის თანაგუნდელი კაილ გუი გახდა, ხოლო მარსელინო უერტასის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასია.

"ტენერიფე" 28 აპრილს ფინალში "მურსიასა" და "უნიკახას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2