
"მანჩესტერ სიტი" პსჟ-ს 19 წლის შემტევით, დეზირე დუეთი დაინტერესდა, - იტყობინება TEAMtalk-ი.
გამოცემა წერს, რომ პარიზულ კლუბს დუეს დაკარგვა არ უნდა და მის მხოლოდ 100 მილიონ ევროდ გაყიდვას განიხილავს. როგორც ირკვევა, "ქალაქელთა" სკაუტები დუეს თამაშს უკვე რამდენიმე თვეა აკვირდებიან.
მიმდინარე სეზონში დეზირემ ყველა ტურნირზე 46 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 60 მილიონია.