"მსოფლიო რაგბიმ" 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელსაც საფრანგეთის სამი ქალაქი - პერპინიანი, ბეზიე და ნარბონი 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. G ჯგუფში მათი მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.
ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 30 მაისს, თბილისის დროით 20:30-ზე, პერპინიანში 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან სამხრეთ აფრიკასთან გამართავს;
3 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" მასპინძლებს 16:00 საათზე ბეზიეში ეთამაშებიან;
7 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში
პლეი-ოფის შეხვედრები 12 ივნისს, ნარბონსა და პერპინიანში გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრებს ბეზიეს ორი სტადიონი უმასპინძლებს.
"მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-11-ედ იმართება. მე-10, საიუბილეო ტურნირს საქართველომ უმასპინძლა და საყოველთაო აღიარებით, ის აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთესო იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შარშან გამართულმა ტურნირმა აქამდე ჩატარებულებს შორის სოცმედიის ყველა რეკორდი მოხსნა - ტურნირის საერთო ვიდეოების ნახვებმა 40 მილიონს გადააჭარბა.
თბილისსა და ქუთაისში შარშან გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშებ მორაგბეთაგან, თავ-თავიანთი ეროვნული გუნდის კვართი 6-მა მორაგბემ მოირგო და 10-წლიან ისტორიაში მათი ჯამი 570-მდე გაიზარდა. თავის დროზე 20-წლამდელთა ჩემპიონატში გაიბრწყინეს ისეთმა აღიარებულმა ვარსკვლავებმა, როგორებიც სემ უორბარტონი, სემ უაითლოკი, დევიდ ფოქოქი, ნემანი ნადოლო და იოან მაესტრი არიან.
2016 და 2017 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე ნათამაშები "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" 12-ს ეროვნული კვართითაც უთამაშია.
ესენი არიან: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ირაკლი სვანიძე, გიორგი კოშაძე, გიორგი მელიქიძე, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გელა აფრასიძე, მირიან მოდებაძე და გიორგი კვესელაძე. ოთხმა - ტაბიძემ, აფრასიძემ, მოდებაძემ და კვესელაძემ 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშეს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით