ამ გუნდების პირველი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 24:19.
შეგახსენებთ, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულში საფრანგეთში ჩატარდება, უმცროსი "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.