უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ "ჯუნიორ ბოქსს" დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი უმცროსი "ბორჯღალოსნები" ხვალ, საქართველოს დროით 18 საათზე "ჯუნიორ ბოქსთან" (სამხრეთ აფრიკის 20 წ. ნაკრები) სერიის პირველ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

ჩვენი გუნდი აფრიკაში 10 აპრილს ჩავიდა და მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გამართავს - 13 და 20 აპრილს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, ბალანსი დაცული იქნება და სათამაშო დრო ტურნეზე მყოფ 30-ივე მორაგბეს ექნება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგული ტურნეს დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოესი რეზერვი 14:0 დაამარცხა, სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. მაშინდელი პირველი
ხაზი მარქაფაშია (გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე, ლუკა ჯაფარიძე) და თამაშს გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და გია ხარაიშვილი იწყებენ, რომლებიც თებერვლის მატჩში თადარიგში იყვნენ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - ბექა საღინაძე და ლუკა გელაშვილი, ასევე შერკინების შემკვრელი არსენ მაჩალაძე. შეიცვალნენ ფლანკერები აფრიკელების წინააღმდეგ თამაშს სანდრო კალმახელიძე და თენგიზ გიგოლაშვილი იწყებენ.

მხოლოდ ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში - ფრთაზე კოტე მარჯანიშვილის ნაცვლად თამაშს ზურაბ ქავთარაძე იწყებს, რომელიც გუნდში 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა (მარქაფაშია მეორე 18-წლამდელი ლაშა ლომიძე). მეორე ფრთას ოთარ ძაგნიძე, ცენტრს სანდრო სვანიძე და გიორგი წიკლაური გაამაგრებენ, ფულბეკი ბექა მამუკაშვილია, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძე და თედო აბჟანდაძე იდგებიან.

სამხრეთ აფრიკული ტურნე. პირველი მატჩი


სასტარტო:
15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. ოთარ ძაგნიძე (აია), 13. სანდრო სვანიძე (არმაზი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), 9. თენგიზ პერანიძე (ლელო); 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო), 3. გია ხარაიშვილი (ხაშური), 4. ბექა საღინაძე (ლელო, კაპ.), 5. ლუკა გელაშვილი (ჯიქი), 6. სანდრო კალმახელიძე (არმია), 7. თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), 8. არსენ მაჩალაძე (აია).

მარქაფა:
16. ლევან პაპიძე (ლელო), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. ლუკა ჯაფარიძე (ლელო), 19. არჩილ აბესაძე (ლელო), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო); 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. ლაშა ლომიძე (აია), 23. დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი).

პირველ თამაშს ტოვებენ:
გიორგი მენაბდე (ბათუმი), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები | ლოკომოტივი), მიხეილ ალანია (ჯიქი), დემე თაფლაძე (ლელო).

პირველი მატჩის ტრანსლიაცია ან ინტერნეტ სტრიმი არ იქნება, ხოლო ანგარიშის განახლებასს და შემდგომ მიმოხილვას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქზე იხილავთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭების ძალიან მეიმედება,მჯერა შარშანდელზე უფრო ძლიერი გუნდი დადგება.
სოსო
11:28 13-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.