მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და 28-ე წუთზე 3 გარდასახული ლელოთი და ერთი ჯარიმით 24:0 დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა მაჩალაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით ანგარიში შეამცირეს - 24:7. მერე აფრიკელებმა ისევ იძალეს და პირველი ტაიმი 36:7 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მამუკელაშვილმა ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა და 36:14. დარჩენილ დროში "ჯუნიორ ბოქსმა" უკეთ ითამაშა, თან 41:14-ის შემდეგ აბესაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი უმცროსი "ბორჯღალოსნები" 14:55
ამ გუნდების 2-მატჩიანი სერიის მეორე თამაში 20 აპრილს კვლავ სტელენბოშის სპორტის აკადემიაში გაიმართება.