უმცროსი "ბორჯღალოსნები" "ჯუნიორ ბოქსთან" 14:55 დამარცხდნენ

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან დამარცხდა 14:55.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და 28-ე წუთზე 3 გარდასახული ლელოთი და ერთი ჯარიმით 24:0 დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა მაჩალაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით ანგარიში შეამცირეს - 24:7. მერე აფრიკელებმა ისევ იძალეს და პირველი ტაიმი 36:7 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მამუკელაშვილმა ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა და 36:14. დარჩენილ დროში "ჯუნიორ ბოქსმა" უკეთ ითამაშა, თან 41:14-ის შემდეგ აბესაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი უმცროსი "ბორჯღალოსნები" 14:55
დამარცხდნენ.

ამ გუნდების 2-მატჩიანი სერიის მეორე თამაში 20 აპრილს კვლავ სტელენბოშის სპორტის აკადემიაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უსუსურები ხართ, ერთი ვიდეო ვერ უნდა მოგეძებნათ?!
ილო
16:49 14-04-2018
0
წუხელ ,არც ისე გვიან პოსტი დავდე.სად არის?
სოსო
09:16 14-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.