"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკას პირველი ტაიმი 17:12 მოუგეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შეხვედრის პირველი ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკას 17:12 მოუგეს.

მეტოქის მე-10 წუთზე გატანილ ლელოს 3 წუთში ლაშა ლომიძემ ლელოთი უპასუხა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და 10:5 დავწინაურდით. ტაიმის მიწურულს დემე თაფლაძემ აფრიკელთა გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი 5-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ