ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 6 და 10 მარტს თბილისში საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებს ამხანაგურად შეხვდებიან.

ფრანგები უკვე თბილისში არიან და მომავალი შეხვედრებისთვის აქ ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათ შარშანაც ვეთამაშეთ და „მარკუსიზე“ პირველ მატჩში მასპინძლებმა მცირედით იმარჯვეს (24:19), მეორე მატჩში კი მეტოქეს 14:0 ვძლიეთ.

წელს ფრანგები ამხანაგური მატჩების გასამართად თავად გვეწვივნენ. შეხვედრები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 6 მარტს თამაში 16 საათზე, ხოლო 10 მარტს 14 საათზე დაიწყება. მატჩების ტრანსლაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით
მოგაწვდით.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია გადმოიცემა თამაშები რომელიმე ტელეარხით.
ლევანი
14:19 05-03-2019
0