საფრანგეთთან მატჩისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნები 6 მარტს, 16 საათზე, ავჭალის სტადიონზე, „განვითარებადი საფრანგეთის“ 20-წლამდელთა ნაკრებთან პირველ მოსამზადებელ მატჩს გამართავენ.

ჩვენი გუნდი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება ისევე, როგორც შარშან, „განვითარებად საფრანგეთს“ ამჯერადაც ორჯერ შეხვდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ „მარკუსის“ ნაცვლად თამაშები თბილისში გაიმართება. სტუმრებს 6 მარტის გარდა იგივე სტადიონზე 10 მარტს, 14 საათზე ვეთამაშებით.

საგულისხმოა, რომ შარშან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი ერთი ლელოთი დათმეს (19:24), მეორეში კი სრულფასოვანი რევანში აიღეს - 14:0.

20-წლამდელთა თავკაცებმა, ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურაბ ამონაშვილმა, პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს.
რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, განაცხადში ტრადიციულ 23 მორაგბეზე სამით მეტი მოთამაშეა. მწვრთნელები საქმეში იმ ბიჭებს ნახავენ, რომლებსაც მსგავსი დონის მეტოქესთან ჯერ არ უთამაშიათ.

შარშან საფრანგეთში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშები შემადგენლობიდან, ხვალ სასტარტო შემადგენლობაში გია ხარაიშვილი, მიხეილ ალანია, ოთარ ძაგნიძე, ლაშა ლომიძე და დემე თაფლაძე, ხოლო მარქაფაში ლუკა აზარიაშვილი არიან.

6 მარტი. თბილისი. ავჭალა. 16 საათი
საქართველო 20 - განვითარებადი საფრანგეთი 20

საქართველო

ხაზი:15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო, კაპ.), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება:
1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ92), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. დავით გვიდიანი (არმაზი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. პაატა ბურჭულაძე (რუსთავი), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი)

მარქაფა:
16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ლუკააზარიაშვილი (მონპელიე), 19. გიგი ლეშკაშელი (აია), 20. ბექა ყორიაული (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 25. გიორგი მიქანაძე (აკადემია), 26. საბა ჯღარკავა(ლელო)

შენიშვნა: ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბების გადაწყვეტილებით მატჩის ტრანსლიაცია მოხდება მხოლოდ ტელე-ეთერით და ინტერნეტით არ გადაიცემა. მატჩის ტრანსლიაციას აწარმოებს ტელეკომპანია რაგბი თივი.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო, არ დაუთმოთ ფრანგებს არაფერი!
ლევანი
13:58 06-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ