U20. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკასთან 5:21 წააგო

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩის პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკასთან 5:21 დამარცხდა.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
48-13 აგებენ ჩვენი ბიჭები ვერ ფლობენ რაგბის მოსაგებ ნიუანსებს უმცირესობისას მოწინააღმდეგისა ,უშვებენ ლელოებს ნაღდი კლასი გუნდისა ბოლო ათ წუთში სჩანს.ზელანდიასაც ქურციკებსაც ორი სამი სუპერ სპრინტერები ჰყავთ და იყენებენ უმცირესობისას მათ.საჩქაროდ მსოფლიო დონის მთავარიმწვრთნელები გვესაჭიროება ავსტრალიელი ,ზელანდიელი ან სამხრეთ აფრიკელი -ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჩვენები თამაშის მსვლელობისას ვერ ქაჩავენ სწრაფად ტაქტიკის ცვლას სიტუაციის ცვლისას, ბევრი აქვთ სასწავლი .... ბიჭები კი არავისზე ნაკლები არ გვყვავს ....თუ სისწრაფეს მოუმატებენ , გულიანი ძლიერი თაობა მოდის....
Oqsford.Great Br.
19:35 08-06-2019
0
აბჯანდაძე გაიტანეთ ან მეორე ათი ნომერი არ გვყავს ნორმალური??? არ არის ეგ თქვენი აბჟანდაძე ფორმაში და გამოუშვით სახლში ან რას მიგყავდათ? ვატო არველაძის არ იყოს ძალით რო ტენიან ნაკრებში.
roma
19:21 08-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.