8 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩის პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკასთან 5:21 დამარცხდა.
დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.
თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს.