![](https://sportall.ge/pictures/image31/33a87d0454d1067dd3592d5e94e6fa8c.jpg)
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში შოტლანდიას 17:12 სძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.
ჩვენი გუნდი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალში ფიჯის დაუპირისპირდება, რომელიც უკანასკნელ ტურში უელსთან 28:44 დამარცხდა.
გამარჯვების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 9-11 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში შოტლანდიასა და იტალიას წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო თუ ფიჯისთან წააგეს, მათ შორის დამარცხებულს გასავარდნ მატჩში დაუპირისპირდებიან.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შარშან ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ამ
შედეგის გამეორება შეუძლია.
შოტლანდია-საქართველო იტალია - ფიჯი
ეხლა ფიჯისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ (თუ იტალია წააგებს შოტლანდიასთან, ნე-11 ადგილისთვის თამაშში იტალიასთან შედეგს მნიშვნელობა აღარ ექნება)