U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის 12:8 მოუგო.

თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე საფარმა დაასვა, დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.

24-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა.

33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:5 წავაგეთ.

53-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა ფიჯიმ გამოიყენა და 8:0 დაწინაურდა.

მერე მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა.

57-ე წუთზე მოწინააღმდეგის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, კაცნაკლულნი დარჩნენ, გაწითლებულ დროზე 20-ფაზიანი იერიში ლელოთი ვანო კარკაძემ დაააგვირგვინა და ჩვენმა გუნდმა საოცარი მატჩი მოიგო.

მადლობა "უმცროს ბორჯღალოსნებს" თავდადებისა და გამარჯვებისთვის.

ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია, სადაც ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ.

22 ივნისს იტალიასთან მეცხრე ადგილისთვის ომი გველის!

altღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო:
იაშაღაშვილი, კარკაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი


altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

alt შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა

altU20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

altმსოფლიო რაგბი: საქართველო დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 43 /
ლომისობას გილოცავთ ლომებოოო! გაიხარეთ და სულ გამარჯვებულებს გევლოთ სამშობლოს სასახელოდ. გფარავდეთ ლომისის წმინდა გიორგის მადლი და ძალი.
გიზოგ
18 ივნისი 2019 10:21
1
ვინ მოიგონა, რომ ქართველები ფიზიკურად ვერ ძლებენ იღლებიან სპორტში? აგერ ფიჯი დაღალეს კია რა და ქანცი გააძრეს, აბა!

დათო
18 ივნისი 2019 09:09
0
ვინ თქვა და ქართული ფეხბურთის ერთუჯრედიანმა წურბელებმა, სავარჯიშო პროცესის დაგეგმის გაგებაში რომ არ არიან...
goga
18 ივნისი 2019 14:16
0
ფეხბურთელებმა
niko
18 ივნისი 2019 10:42
0
ჩემს უძლეველ ლომებს შემოვევლე. ვინც დისლაიკებს წერს ის არი ტუუუუუ
ნახალოვკელი
18 ივნისი 2019 08:17
0
ადმინ,ფიჯელები ტრავმის გამო,57-ე წუთზე კი არ დარჩნენ უმცირესობაში,არამედ მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე და თანაც ეს, მე მგონი ეშმაკობა უფრო იყო,შერკინებაში მუდმივი დაჯარიმების გამო,ფიჯელებს ბურჯსაც გაუსიმბინებდა მსაჯი და საჯარიმო ლელოსაც ჩაუთვლიდა,ამიტომ ტრავმაზე დაყრდნობით არჩიეს ბურჯი გაეყვანათ და საქართველოსათვის შერკინებაში უპირატესობა წაერთმიათ.ჩვენ ხომ მიწოლის უფლება დავკარგეთ.გაიხსენეთ უელსში წაგებული ცნობილი მატჩი.არ ვამბობ,რომ ტრავმა არ მიიღეს,მაგრამ არა მგონია არ ჰყოლოდათ სხვა ბურჯი,რომელსაც ტრავმირებულის ადგილზე დადგომა შესძლებოდა..რეალურად ფიჯი ძალიან ძლიერი ნაკრებია და ვნახეთ,რომ ხუთ მეტრიან ზონაში მათ დაჯარიმებას ვერ ვახერხებდით,ვერც მოლით ვავიწროვებდით და ერთადერთი,რამაც გამარჯვება მოგვიტანა,გამარჯვების შეუდრეკელი ნება იყო.ქება და დიდება ჩვენს ბიჭებს ამისათვის.ახლა იტალიასთან დაგვრჩა სათამაშო და ვიცით როგორი პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთან თამაშს, ჩვენთვისაც და მათთვისაც.ასე რომ უკვე მოუთმენლად ველი ამ თამაშს,კიდევ ერთი ნერვების წყვეტით და გამარჯვების იმედით.
ამ ოთხმა თამაშმა გვიჩვენა,რომ ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში ქულების მოგროვება.ვერც ერთ თამაშში ვერ ავიღეთ 20 ქულაზე მეტი.იმედია იტალიასთან შევძლებთ უფრო მაღალ სიჩქარეებზე თამაშს და უფრო შედეგიანი რაგბის თამაშს,არ მინდა,რომ ჩვენი გუნდი ყველაზე ჩაკეტილ რაგბის თამაშობდეს ტურნირზე.რაგბი ხომ დადებული ლელოებითაა ლამაზი.
სოსო
18 ივნისი 2019 08:13
2
სოსო !სულ გაგვემარჯოს ჭკვიანო ქართველო თქვენ გამზადებულ რეცეპტს აწვდით ქართველთა უ20ის ეროვნულიი ნაკრების მოქმედ მწვრთნელებს თანაც დროული ამომწურავი ანალზით თუ რა უნდა გამოასწორონ სანამ ჯერ ბრძოლა მიდის , ეხლა და არა მერე ,წლობით გაწელვით, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს სისწრაფის გასაზრდელად 3-4 რაგბისტი 100 იარდს 11 წამიდან ამოსვლით მაინც უნდა გარბოდნენ თამაშისას დღეს გაგვაჩნია ამგვარი "რესურსი"გუნდში.სწრაფი და ამასთანავე საკმაოდ ფიზკურად ძლირი ბიჭები გვყვავს ეროვნულ გუნდში .ავსტრალიელ ან ახალზელანდიელ პროფესიონალ მწვრთნელს აუცილებლად ეყოლებოდა ან ეცდებოდა რომ ჰყოლოდა სისწრაფეზე სისწრაფით ლელოს დამდები რაგბისტი.....
Londoni
19 ივნისი 2019 11:03
0
საოცარი თამაში იყო. ასეთი თავდადება ნებისმიერ სპორტში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ასაკის გუნდს შეშურდება! ვულოცავ გმირებს!!! ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ფეხზე ვიდექი: დაჯდომა არ შემეძლო!

ახლა იტალიასთან გვაქვს "სისხლი ასაღები" დიდების დამარცხებისათვის!!!
N
18 ივნისი 2019 06:43
0
საერთოდ არ დავმჯდარვარ
goga
18 ივნისი 2019 13:40
0
უყურეთ და ისწავლეთ ბრძოლა, სპორტში და ცხოვრებაშიც.

პ.ს. კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს ქართული ჟინი..

მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.
გულშემატკივარი.
18 ივნისი 2019 02:43
1
გილოცავთ ბიჭებო
გოგა
18 ივნისი 2019 00:36
0
ლომის ბოკვერებო, ალალი იყოს ჩემი დაკარგული ხმა თქვენთვის, მადლობა თქვენს აღმზრდელებს, მადლობა უსაზღვრო სიხარულისთვის, მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის.
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
რაგბი ჩვენი თამაშია!!!
ლელო, ლელო, საქართველო!!!
შალვა 73
17 ივნისი 2019 23:58
2
გოლიათებო, ანტლანტებო და ტიტანებო!
ფიჯუკელი
17 ივნისი 2019 23:47
2
ქართველებო გილოცავთ გამარჯვებას!
გაწითლებულ დროში 20-ზე მეტფაზიანი შეტევის ლელოთი დამთავრება უდიდესი ნაბიჯია ქართული რაგბის მაღალ დონეზე განვითარების გზაზე
ნიკ
17 ივნისი 2019 23:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.