U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის 12:8 მოუგო.

თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე საფარმა დაასვა, დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.

24-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა.

33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:5 წავაგეთ.

53-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა ფიჯიმ გამოიყენა და 8:0 დაწინაურდა.

მერე მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა.

57-ე წუთზე მოწინააღმდეგის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, კაცნაკლულნი დარჩნენ, გაწითლებულ დროზე 20-ფაზიანი იერიში ლელოთი ვანო კარკაძემ დაააგვირგვინა და ჩვენმა გუნდმა საოცარი მატჩი მოიგო.

მადლობა "უმცროს ბორჯღალოსნებს" თავდადებისა და გამარჯვებისთვის.

ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია, სადაც ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ.

22 ივნისს იტალიასთან მეცხრე ადგილისთვის ომი გველის!

altღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო:
იაშაღაშვილი, კარკაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი


altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

alt შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა

altU20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

altმსოფლიო რაგბი: საქართველო დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეს მწვრთნელები ეროვნულ ნაკრებში უნდა მოსინჯონ. მილტონას ძალიან დიდი მადლობ.ახალგაზრდულებში უცხოელები უნდა დაასაქმონ. .
ბედუინი
19 ივნისი 2019 20:14
1
რაგბი ჩვენი თამაშია, ქართული სული და ვაჟკაცობა გამოაჩინა ამ სპორტმა, ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის, თქვენს მშობლებს და ამღზრდელებს უფალი ფარავდეს ყველას დიდი მადლობა...
გიო
18 ივნისი 2019 14:34
0
ოვალური ბურთის თამაში ჩვენია (მრგვალ ბურთზე არაფერს ვიტყვი)
სიმართლე
18 ივნისი 2019 14:29
4
Mrgvali burtitac chveni iyo odesgac ARA marto fexburti titqmis yvela saxeobashi
giorgi
18 ივნისი 2019 15:05
0
აი რატომ გვიყვარს ქომაგებს რაგბი. აქ ნამდვილი კაცები არიან: სამშობლოზე გულანთებული, თავგანწირული, მუდამ მოსაგებად შემართული და ქვეყნისთვის თავგანწირული. ეს ყველაფერი თუნდაც მათ მიერ ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ნათლად ჩანს. გაუმარჯოს ქართულ რაგბს და მასში მოღვაწე ხალხს - საამაყო და ხელისგულზე სატარებელ ადამიანებს! რაგბი ჩვენი თამაშია!
patrioti
18 ივნისი 2019 14:18
0
აი რატომ აქვს აზრი ყოველთვის ბოლომდე ბრძოლას! რა ძალა რა ენერგია, ყოჩაღ ბიჭებო!
ლაშა
18 ივნისი 2019 13:41
0
ასეთ მოგებას აქვს განსაკუთრებული გემო და პეწი, ახლა მინდა ფიჯიმ შოტლანდიას გადაუაროს და დატოვოს გარეთ, მერე იქნებ იკადრონ და იფიქრონ ჩვენზეც იმ ბობოლებმა.
qar
18 ივნისი 2019 11:46
0
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას.. ისე კი ეს წყვეტები, გაჭედვები და კიდე ათასი უბედურება მარტო რაგბი ტვ-ის რატო “ემართება” ? ნახევარ თამაშს გვაყურებინებენ ხოლმე თან ცუდი ხარისხით ოცდამეერთე საუკუნეში..
როგითი
18 ივნისი 2019 11:46
3
გილოცავთ ბრძოლაში ბედნიერებო! ტქვენს ჟინს და ბრძოლისუნარიანობას გაუმარჯოს! მიყვარხართ სულით და გულით! კიდევ მრავალი გამარჯვება სამშობლოს და არა მარტო რაგბის მოედანზე!
mamuka09ze
18 ივნისი 2019 11:44
0
მგონი უკვე დროა მწვრთნელიც შეიცვალოს( სადაც მილტონი გადის თამაშიდან ) ბიჭებმა ცოტა განსხვავებულად ბურთაობა რომ დაიწყონ. აი ზელანდიელი მწვრთნელი ბავშვებში ძალიან წაგვადგებოდა.
ქუჯი
18 ივნისი 2019 11:26
2
მადლიერება კარგი გრძნობაა, დაფასებახ და პატივისცემაც არ გაწყენდათ
დათო
22 ივნისი 2019 16:45
0
Dიდი წინდახედულობა და მთელი თავით სწრაფად!!! წინსვლა გვმართებს ოთხ ოთხ წლობით რეგულარულად ელითის შვიდეულში შეღწევით ყველა მთავარ და ასაკობრივ ნაკრებების ჩათვლით უძლიერესებში ადგილის წინასწარ დაბევევბით.ბევრს მსოფლიო რაგბის ხელმძღბანელობაში ბიუროკრატ- კონსერვატორებიდან გულზე არც ვახატივართ ისეა აწყობილი მათვე მიერ გავარდნის სისტემა ამ ბონუსებით და ზოგჯერ მოგება წაგების გაუფასურებით და შემდეგში ურთიერთ მხარდაჭერითაც , რომ როცა "საჭიროა", გუნდების რეალური სიძლიერის იგნორირების მცდელობით ,ჩაერიონ ჩემპიონატების მსვლელობაშიც... მაგალითი სქოთებმა იმდენი ლელო დაუდეს ოლლ ბლექსს " "საჭირო" ბონუსის აღებით რომ ნუთუ ხელი ხელს ბანსო ? გვაფიქრებინეს.ყველაფერი გასათვალისწინებელია ზოგჯერ სუბიექტურ- ფანტასტიური მიზეზის ძებნითაც,და ჩვენც ვუწყობთ ხელს ამგვარ ვითარება გაურკვევლობასჩვენი ნელი ,ვადებში, წინსვლით ...აბა გავიხსენოთ აქ, ნისლიან ალბიოNში ეროვნული ნაკრების მიერ ძლივს მოგების ნიუანსები ნამიბიასთან 17-16 ზე.მსაჯის "ჩალიჩით" , კინაღამ რომ წაგვაგებინეს ჩვენზე სუსტ გუნდთან, ტონგასთან მოგების შემდგომ,რომ ჯგუფში მესამე ადგ ვერ დაგვეკავებინაა... და ეხლაც,რას "სჩადიოდა" ოკეანელების " სახის ფერის მქონე" მინდორზე მყოფი რეფერი ,და რომ არ გაეგდოთ ფიჯელი მოთამაშე ათი წუთით ,არასწორი ბოჭვისთვის გეიმის მეორე ნახევარში ვიდეო რეფერის გამეორების ჩარევით და მსაჯმა რატომღაც გამოტოვა ეს ბოჭვა არ დაფიქსირა, შეიძლება მართლა ვერ დაინხა...როგორ წავიდოდა თამაში, FიFთი-FიFთი ალბათობით. საინტერესოა ჩვენ მოვითხოვეთ? AM ბოჭვის ვიდეო გამეორება თუ? Yოჩაღები ვართ თუ დროულად შემჩნეულზე მივანიშნეთ ვიდეოს ჩარევა.მაშინაც ნამიბიასთან და ეხლაც ფიჯისთამ ქართულმა ჯიშმა და ბრძოლის უნარიანობამ იმარჯვა....მაგრამ მთელი თავით წინსვლა 5-6 გუნდზე მაინც გადაუდებლად სწრაფად მათზე წინწასწრებით გვმართებს, ელითაში უპრობლემოდ ყოფნისთვის თორმეტეულში დარჩენა-გავარდნის "ციებ-ცხელების" გარეშე, და ამგვარი წინსვლისთვის რაც გვესაჭიროება ყველამაც ვისაც მოეკითხებათ ჩემნაირ გულშემატკივრებზე არანაკლებად უწყიან....
London
18 ივნისი 2019 11:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.