U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის 12:8 მოუგო.

თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე საფარმა დაასვა, დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.

24-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა.

33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:5 წავაგეთ.

53-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა ფიჯიმ გამოიყენა და 8:0 დაწინაურდა.

მერე მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა.

57-ე წუთზე მოწინააღმდეგის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, კაცნაკლულნი დარჩნენ, გაწითლებულ დროზე 20-ფაზიანი იერიში ლელოთი ვანო კარკაძემ დაააგვირგვინა და ჩვენმა გუნდმა საოცარი მატჩი მოიგო.

მადლობა "უმცროს ბორჯღალოსნებს" თავდადებისა და გამარჯვებისთვის.

ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია, სადაც ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ.

22 ივნისს იტალიასთან მეცხრე ადგილისთვის ომი გველის!

altღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო:
იაშაღაშვილი, კარკაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი


altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

alt შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა

altU20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

altმსოფლიო რაგბი: საქართველო დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 43 /
75 წუთზე ბურთი რომ დავკარგეთ გული გამიჩერდა კინაღამ,მაგრამ მერე ამათ რა ბრძოლის ჟინიც გამოავლინეს ამისთვს ღირდა ყველაფერი.დიდი მადლობა ,გენაცვალეთ,არ ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ..უუუ თქვენ გენაცვალეთ!!!!!!!
batu
17 ივნისი 2019 23:18
2
მომკალი და ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების. საცოდაობა იქნებოდა წაგება. გილოცავთ ლომებო
Gio
17 ივნისი 2019 23:13
1
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს! ჯეროდათ გამარჯვების და გაიმარჯვეს კიდეც! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაგბში ყველაზე ღონიერები ვართ! გენაცვალეთ ლომკაცებო!
TanoLife
17 ივნისი 2019 22:52
0
გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით ბიჭებს-ქართველ ლომებს... ღირდა ნერვიულობად... გილოცავთ
ქუთათური
17 ივნისი 2019 23:15
1
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. გვარიანად კი მანერვიულედ მაგრამ ნამდვილად ღირდა ეგ ნერვიულობა.
გილოცავთ და მომავალში უფრო წინ წაგეწიოთ. ჟილკა და ძალა კი გაქვთ სამაგისოდ. ცოტა სისწრაფე და ფეხით მოკლე პასები და გაისად მაღალ ადგილებისთვის გებრძოლოთ უფრო. დიდი მადლობა იმისთვის ბიჭებო რასაც მოედანზე აკეთებთ. წარმატებები ლომებო!
კობა
17 ივნისი 2019 22:33
0
გილოცავთ ბიჭებო
გოგა
18 ივნისი 2019 00:36
0
ჯიგრით, ხასიათით და მონდომებით მოვიგეთ თორემ არ იყო ჩვენზე სუსტი გუნდი
შოთა
17 ივნისი 2019 22:33
1
ვინ მოიგონა, რომ ქართველები ფიზიკურად ვერ ძლებენ იღლებიან სპორტში? აგერ ფიჯი დაღალეს კია რა და ქანცი გააძრეს, აბა!

დათო
18 ივნისი 2019 09:09
0
ფეხბურთელებმა
niko
18 ივნისი 2019 10:42
0
ვინ თქვა და ქართული ფეხბურთის ერთუჯრედიანმა წურბელებმა, სავარჯიშო პროცესის დაგეგმის გაგებაში რომ არ არიან...
goga
18 ივნისი 2019 14:16
0
ვაუ! ახლა იტლიასთან მოგებით ასმაგი ფასი დაედება ამ გამარჯვებებს, ისევე როგორც დამარცხების შემთხვევაში, ძალიან გაუფერულდება ყველაფერი, თუმცა მჯერა, რომ იტლიას დადებენ ბეჭებზე!
კკკ
17 ივნისი 2019 23:21
6
გოლიათებო, ანტლანტებო და ტიტანებო!
ფიჯუკელი
17 ივნისი 2019 23:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.