22 ივნისს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:7 დამარცხდა.
მატჩი იტალიელთა შეტევებით დაიწყო და მე-14 წუთზე ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს, მაგრამ მეტოქე დაცვაში კარგად თამაშობდა და მწვავე კონტრშეტევებით გვპასუხობდა.
33-ე წუთზე მსაჯმა სიმსივე გააძევა და იტალიამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბოლოს კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც აბჟანდაძემ გამოიყენა და პირველი ტაიმი 3:7 წავაგეთ.