U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ივნისს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:29 დამარცხდა.

მატჩი იტალიელთა შეტევებით დაიწყო და მე-14 წუთზე ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს, მაგრამ მეტოქე დაცვაში კარგად თამაშობდა და მწვავე კონტრშეტევებით გვპასუხობდა.

33-ე წუთზე მსაჯმა სიმსივე გააძევა და იტალიამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბოლოს კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც აბჟანდაძემ გამოიყენა და პირველი ტაიმი 3:7 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ უფრო სახალისო თამაში წავიდა და აბჟანდაძე-ქავთარაძე-თაფლაძის იერიში ლელოთი დაგვირგვინდა, აბჟანდაძემ
გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა.

ამას ალანიას ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰვყვა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" 17:7 დაწინაურდნენ.

სამწუხაროდ, მერე მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, სამი ლელო და სამი გარდასახვა გამოიყენა, ორი საჯარიმოდან ერთი და 17:29 დავმარცხდით.

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (ორიაკი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 7. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. კობა კოლოტაური (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. ზურა ქავთარაძე (ხარები), 26. ბექა ყორიაული (ლელო), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო: თაფლაძე, ალანია
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი:
ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვულოცავ ბიჭებს ელიტაში დარჩენას და თავდადებულ თამაშს ყველა შეხვედრაში, მაგრამ ეს არც ისე "ძლიერი"იტალია ვერფრით ვერ დავამარცხეთ ვერც ერთ დონეზე. არადა სწორედ მაგათთან თამაშს ენიჭება ასე ვთქვათ "პოლიტიკური" მნიშვნელობა და დიდი ფასი ადევს, მაგრამ რად გინდა....
ანესთეზეოლოგი
23 ივნისი 2019 00:35
4
გუნდს ძალა აღარ ეყო. იტალია სულ შეტევაში თამაშობდა, ჩვენც ხშირად ვჯარიმდებოდით და ეგ იყო. არადა კარგი უპირატესობა გვქონდა და ხელიდან გავუშვით. კარგია, რომ ელიტაში დავრჩით და მომავალ მსოფლიოზეც ვიქნებით
:))))
23 ივნისი 2019 00:31
3
იმედია მოვრჩებით ბაქიბუქობას და ვაღიარებთ რომ იტალია ყველა დონეზე გვჯობია.
გიორგი
23 ივნისი 2019 00:20
36
შარშან მოვუგეთ. წელს შოტლანდიას მოიგეთ. რაც არ იცი ჯობია არ ილაპარაკონ. ;)
გიორგი-ს
23 ივნისი 2019 03:31
5
მეც იმედი მაქვს რომ ვინმე გამოჩნდება ვინც გეტყვის რასაც შენ უყურებ ეგ კერლინგია და რაგბის არხზე გადაგირთავს
ნოდო
23 ივნისი 2019 00:56
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.