U18. "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონები ლელოს გაშვების გარეშე გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 22:0 მოიგო და მეტოქეს საქმე შესვენებამდე მოუთავა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტიტული ლელოს გაშვების გარეშე შეინარჩუნა - ფინალამდე მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა.

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო),
2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენმა ბიჭებმა ევროპა მოიგეს და სპორტულ საიტს ამაზე მეტის დაწერა აღარ შეუძლია. სამაგიეროდ ფეხბურთელების საყვარლებზე ინფორმაცია არ გვაკლია.
dato
11 ოქტომბერი 2021 09:14
0
ვულოცავვ, მაგრამ კითხვა მაქვს, რომელ დივიზიონში ? იყვნენ ამ ჩემპიონატზე ინგლისი, საფრანგეთი და ა.შ. ?
QT
10 ოქტომბერი 2021 01:11
22
რიგ-რიგობით რომ დავამარცხეთ რამოდენიმე წლის წინ ჯერ იტალია მერე ირლანდია და ბოლოს საფრანგეთიც უარი თქვეს ამ ტურნირში მონაწილეობაზე.
ოთო
10 ოქტომბერი 2021 11:07
0
მთავარ დივიზიონში. აქ ექვსი ერის ნაკრებები საფრანგეთის გარდა იყვნენ 2015 წლამდე, მაგ წელს იტალია და ირლანდია დავამარცხეთ და ფინალში გავედით, აი საფრანგეთთან სასტიკად წავაგეთ მაშინ ფინალი და 2018 წლამდე საფრანგეთი შემორჩა ამ ტურნირს. აბა გამოიცანი რაღატომ გამოვიდა ტურნირიდან, მაგ წელს ფინალში დავამარცხეთ და ჩვენი შიშით ეს ნაკრებები მხოლოდ ერთმანეთში თამაშობენ.ნათელი მაგალითი რომ გაჩვენო ოცწლამდელები მსოფლიო თასმა კარგად დაგვანახა რომ ახალგაზრდულ ნაკრებებში მათი ტოლები ვართ, იქ გარდაუვალია ერთმანეთთან თამაში. პრობლემა ისაა რომ შიდა ჩემპიონატი დიდი 10 არაპროფესიონალურია და ეს ახალგაზრდა მოთამაშეები რომლებიც 6 ერის ვიზავებს თანაბრად ეთამაშებიან ვეღარ ანვითარებენ თავიანთ თავს და საბოლოოდ ეროვნული ნაკრები არ არის მზად 6 ერისთვის. სამწუხაროდ ასეა.
დემე
10 ოქტომბერი 2021 01:32
3
აი ხალხი და ნაღდი ქართველები, უჯიშო ბალეტმეისტერ ფეხბურთელებს არ გვანან საბედნიეროდ
gori
10 ოქტომბერი 2021 01:04
1
"ბალეტმეისტერი" არა, უფრო შესაფერისია "ბალერონი'
ქორეომაესტრო
10 ოქტომბერი 2021 15:20
0
გილოცავთ სასახელო ქართველებო!!!...
გაიოზი
10 ოქტომბერი 2021 00:51
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.