"უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ მატჩში იტალიასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიების პირველ მატჩში, B ჯგუფში საქართველოს ნაკრები ტრევიზოში მასპინძელ თანატოლებთან 19:36 (12:21) დამარცხდა.

პირველ ტაიმში ლადო კილასონიას გუნდი ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ტაიმი 22:12 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს. "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" მესამე ლელო შალვა აფციაურმა გაიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 ივნისს, მეორე ტურში უელსს შეხვდება, რომელმაც შოტლანდიას 45:15 სძლია. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ერთი გასაგები ასპექტი არის ის, რომ შეუთამაშებელი გუნდია როცა ამ სხვა გუნდებმა ექვსი ერი ითამაშეს ერთმანეთში რამდენიმე თვის წინ. გაგებით ვეპყრობი ამის გამო, მაგრამ ფაქტია რა, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო: შეიძლებოდა ამ მატჩის მოგება და ათი ნომერი იყო თავიდანვე შესაცვლელი! საწყენად არ ვამბობ, განა ცუდი მორაგბეა და მონაცემები არ აქბს, არა უბრალოდ ამ ასაკში განსაკუთრებით რთულია თუმდაც ერთი მორაჰბკს მენტალურად წნეხის ვერდაძლევისას სტაბილური ხარისხით გააგრძელო თამაში, ამ დროს მთელი გუნდი იშლება, მითუმეტეს 10 ნომერი როცა ხარ სხვა ვერ შეძლებს შენი შეცდომების გადაფარვას ისევ შენ თუ არ შეიცვალე. მთელი გუნდი რომ არ აჭრილიყო დარწმუნებული ვარ სხვა სურათი იქნებოდა, თუმცა მშვენიერი გუნდია იტალია და ძალიან ნიჭიერი მორაჰბეები ყავდათ, განსაკუთრებით დამრტყმელი. სამწუხაროთ რიგ პოზიციებში იკვეთება პრობლემა და ცოტა არ იყოს მიკვირს ბრივის ესპუარებში მოთამაშე ცენტრის და ამერიკის კოლეჯების ლიგის საუკეთესო მოთამაშის დაწუნება რას ემსახურებოდა. შერკინების ლეგიონერებზე არ ვიტყვი არაფერს, რაღაც მხრივ გასაგებია უკვე წარმარებული მორაგბეები არიან და სხვას ეძლევა შანსი რადგან სიღრმე დიდია.
დემე
26 ივნისი 2022 02:24
1
ბოდიში ყველასთან, მაგრამ ძალიან სუსტი ნაკრებია. ვინც თამაში ნახა, დამეთანხმება. არ მეგონა და იმედგაცრუებული ვარ.
გიორგი
26 ივნისი 2022 01:40
5
მე ჩვენი ნაკრების წარუმატებლობს კი არ მახარებს ან ჩასაფრებულის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ვინც რაგბში ერკვევა ან დიდი ხანია უყურებს მაინც, მიხვდებოდა, რომ ეს ნაკრები სუსტია. მარტო ტექნიკაში კი არ მოვიკოჭლებდით, არამედ თამაშის კითხვაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. შერკინება დაგვიჩაგრეს, აუტის მოწოდება ცუდი, გაფუჭებული ბოჭვები, სადაც სისწრაფე და სწრაფი გადაწყობა იყო საჭირო დაცვაში, ზანტი მოქმედება. სუსტი ათი ნომერი, უფანტაზიო თამაში, დინამიკა არ იგრძნობოდა და რა ვიცი კიდევ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ამ თამაშით სირცხვილი და თავს ლაფდასხმა არ აგვცდება. ბოდიში მომიხდია ყველასთან, თუ ვცდები!
Sonigi-ს
27 ივნისი 2022 01:11
0
არ არის ძალიან სუსტი ნაკრები , უბრალოდ იტალიაა ჩვენზე ძლიერი და შეთამაშებული . შოტლანდიასთანაც მოიგებენ და უელსიც არ ჩანს ჩვენზე ძლიერი . ერთი რაც არ მომწონს აია არ არის საკმარისად წარმოდგენილი ნაკრებში , თბილისელი ვარ ( აკადემიას ვგულშემატკივარი ) , მაგრამ ჩვენი რაგბის ნებისმიერ დონეზე წარმატება ქუთაისელი რაგბისტების გარეშე ვერ წარმომიდგენია .
Sonigi
26 ივნისი 2022 14:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.