U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიების პირველ მატჩში, B ჯგუფში საქართველოს ნაკრები ტრევიზოში მასპინძელ თანატოლებთან 19:36 (12:21) დამარცხდა.
პირველ ტაიმში ლადო კილასონიას გუნდი ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ტაიმი 22:12 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს. "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" მესამე ლელო შალვა აფციაურმა გაიტანა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 ივნისს, მეორე ტურში უელსს შეხვდება, რომელმაც შოტლანდიას 45:15 სძლია. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.