კოტე იაშვილი: უელსის დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" 9 ნომერი კოტე იაშვილი დარწმუნებულია, რომ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მომდევნო ორ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდნენ, შალვა აფციაურის ლელოთი კი თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ შეცდომას კონტრშეტევა მოჰყვა და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს.

"იტალიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მძიმე თამაში გამოვიდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემაც მძლავრი პასუხი გაგვცა. შეტევასა და კონტაქტის არეში მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. ვფიქრობდი, რომ დასკვნით წუთებში
მოგება შეგვეძლო, მაგრამ მარტივი შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ისინი კარგად გამოიყენა. ძალიან გული დამწყდა, რადგან შეხვედრა ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ.

ვფიქრობ, უელსთან გამარჯვება შეგვიძლია. ისიც კარგი გუნდია, თუმცა ვიმედოვნებ, უკეთ ვითამაშებთ. დიდი ხნის შემდეგ იტალიასთან პირველი საერთაშორისო თამაში გვქონდა, დიდი გამოცდილება შევიძინეთ და დარწმუნებული ვარ, პროგრესი გაგრძელდება", - თქვა იაშვილმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
უელსის ნაკრების 20 წლამდელების დამარცხება გაგვიჭირდება (დამეთანხმება, ვინც უყურა უელსი - შოტლანდიის თამაშს). მჯერა, რომ უკეთესად ითმაშებენ ჩვენი ბიჭები, ვიდრე იტალიასთან.
....
20:09 28-06-2022
0
თუ არჩევთ თამაშებს ტურნირზეც თქვით რამე,8 გუნდი გამოდის, მარტო საქართველო და იტალია ხომ არ არის,ანგარიშები მაინც დაწერეთ.
ჟორიკა
18:01 28-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.