საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ზაფხულის სერიების მეხუთე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან 17:44 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი იტალიასთან და უელსთან დამარცხდა, შოტლანდიას სძლია, B ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მეხუთე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდა და ქუნთელიას ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მეტოქის შეტევები მოიგერიეს და ხუციშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. თუმცა, მერე ფრანგებმა ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და წინ გავიდნენ. 38-ე წუთზე აბრამიშვილი გაასინბინეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 10:17 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა წითელი ბარათი ფრანგ მორაგბეს უჩვენა. მოედანზე აბრამიშვილი დაბრუნდა, რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილმა ვიზავიმ კი საჯარიმოთი და ლელოთი ანგარიში 17 ქულამდე გაზარდა. 53-ე წუთზე ფრანგების კიდევ ერთი მოთამაშე გაასინბინეს. ცოტა ხანში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირა. ორკაცნაკლულმა მოწინააღმდეგემ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი გვიპასუხა. 66-ე წუთზე ფრანგებმა შეტევაში ბურთი ჩაგვიჭრეს და სწრაფი კონტრიერიშით ლელო აქეთ დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა ისევ დაუშვა შეცდომები, მეტოქემ კი ისევ მოახერხა ანგარიშის გაზრდა და გაიმარჯვა კიდეც.

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ლუკა სახელაშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება:
1. სერგი აბრამიშვილი, 2. ნიკა სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. გიგი ქურხული; 21. კოტე იაშვილი, 22. მატის მოდებაძე, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. ბექა გელხვიძე, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

2 ლელო:
ქუნთელია, ლ. ციხისთავი

2 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
რაგბში ჩახედულებმა კარგად იციან რომ ეს ყველაფერი ზემოდან მოდის, ლელო, ბათუ, ხურციძე, ტყემალაზე...ბიძინას თვალები აქვს ახვეული ამათგან და რასაც უნდა აკეთბენ. როგორ შეიძლება ყველა მწვრთნელი ნაკრებში ერთი გუნდიდან იყოს და 14 მოთამაშე მათთან ერთად. უკანა ხაზი მთლიანად ლელოდან იყო დაკომპლექტებილი იფ ფრანგ სახელიანი პატარა ბიჭის გარდა და კიდევ ერთი თუ ორი მაგრამ 95% ლელოდან. 2 მოთამაშე რომელიც გამორჩეული იყო მთელს ჩემპიონატზე იყო ზაზაძე და შვანგირაძე და ისენიც ლელოდან არ იყვნენ. რა მოხდებოდა იქნებ სხვა გუნდებშიც არიან ლელოს გარდა ახალგაზრდები. და ჩახედულბმა იციან რომ არიან. ამ უკანა ხაზში სწორად სირბილი არც ერთმა არ იცის აფციაურის გარდა. ჯერ სირბილი ესწავლებიათ, მერე ბურთთან ერთად სირბილი. საცოდაობაა ასე ნეპოტიზმით მოთამაშეების წაყვანა რადგან დათვური სამსახურია ამ ბიჭებთანაც და მათაც აფუჭებენ ეროგორც ადამიანებს . ასე რომ არ შეიძლება არქიფოების გავლენის ქვეშ იყოს მთელი ფედერაცია და სპორტი. საბჭოური გადმონაშთები, ცუდი ჩვევები, კლანური მიდგომა უნდა აღმოიფხვრას და პროფესიონალიზმს მიექცეს ყურადღება...
simartle
04:22 13-07-2022
4
თამაშის მერე გულზე ჭვალი მადგას.
მოკლედ:
1. კილასონიას და დანარჩენ მწვრთნელებს: გრცხვენოდეთ!
2. ბიჭებს: წაგება პრობლემა არ არის, ბოლოსდაბოლოს წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ ნუთუ არ გინდათ მომავალი გქონდეთ? მეორე ტაიმი ეს იყო ,,კაპიტულაცია''....ნეტავ არც ერთი ფრანგი არ გაეგდოთ და მეტი ანგარიშით წაგვეგო... კარიერას ახლა იწყებთ, ვიცი თქვენც განიცდით, ასეთი რამ აღარ გაბედოთ, ოფლით და სისხლით უნდა გამოისყიდოთ საქართველოსათვის....მარტო ჰიმნის მღერა მჯიღით არ კმარა...
3. კომენტატორებო, ამდენი ვაზელინი სად იშოვეთ... ვიცი ფედერაცია გიხდით, მაგრამ... სიმართლის თქმის ნუ გეშინიათ...
მაპატიეთ, მაგრამ ,,მოყვარეს პირში უძრახეოოო''...
გიორგი-50
03:29 13-07-2022
1