საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ზაფხულის სერიების მეხუთე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან 17:44 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი იტალიასთან და უელსთან დამარცხდა, შოტლანდიას სძლია, B ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მეხუთე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდა და ქუნთელიას ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მეტოქის შეტევები მოიგერიეს და ხუციშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. თუმცა, მერე ფრანგებმა ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და წინ გავიდნენ. 38-ე წუთზე აბრამიშვილი გაასინბინეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 10:17 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა წითელი ბარათი ფრანგ მორაგბეს უჩვენა. მოედანზე აბრამიშვილი დაბრუნდა, რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილმა ვიზავიმ კი საჯარიმოთი და ლელოთი ანგარიში 17 ქულამდე გაზარდა. 53-ე წუთზე ფრანგების კიდევ ერთი მოთამაშე გაასინბინეს. ცოტა ხანში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირა. ორკაცნაკლულმა მოწინააღმდეგემ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი გვიპასუხა. 66-ე წუთზე ფრანგებმა შეტევაში ბურთი ჩაგვიჭრეს და სწრაფი კონტრიერიშით ლელო აქეთ დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა ისევ დაუშვა შეცდომები, მეტოქემ კი ისევ მოახერხა ანგარიშის გაზრდა და გაიმარჯვა კიდეც.

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ლუკა სახელაშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება:
1. სერგი აბრამიშვილი, 2. ნიკა სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. გიგი ქურხული; 21. კოტე იაშვილი, 22. მატის მოდებაძე, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. ბექა გელხვიძე, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

2 ლელო:
ქუნთელია, ლ. ციხისთავი

2 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც უყურა დამეთანხმება ეს გუნდი დასაშლელია და საწრაფოდ გვჭირდება ნორმალური მწვრთნელი 13 კაცმა გადაგვიარა
rembo
12 ივლისი 2022 20:00
2
გადაგვირბინეს ეს რა იყო!!!!!
tomure
12 ივლისი 2022 20:14
0
თამაშის მერე გულზე ჭვალი მადგას.
მოკლედ:
1. კილასონიას და დანარჩენ მწვრთნელებს: გრცხვენოდეთ!
2. ბიჭებს: წაგება პრობლემა არ არის, ბოლოსდაბოლოს წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ ნუთუ არ გინდათ მომავალი გქონდეთ? მეორე ტაიმი ეს იყო ,,კაპიტულაცია''....ნეტავ არც ერთი ფრანგი არ გაეგდოთ და მეტი ანგარიშით წაგვეგო... კარიერას ახლა იწყებთ, ვიცი თქვენც განიცდით, ასეთი რამ აღარ გაბედოთ, ოფლით და სისხლით უნდა გამოისყიდოთ საქართველოსათვის....მარტო ჰიმნის მღერა მჯიღით არ კმარა...
3. კომენტატორებო, ამდენი ვაზელინი სად იშოვეთ... ვიცი ფედერაცია გიხდით, მაგრამ... სიმართლის თქმის ნუ გეშინიათ...
მაპატიეთ, მაგრამ ,,მოყვარეს პირში უძრახეოოო''...
გიორგი-50
13 ივლისი 2022 03:29
1
დამარცხდა? განადგურდა 13 კაცთან. ხუციშვილი (10 ნომერი) უკვე მერამდენე თამაშია სრულიად არაპროგნოზირებად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებს. არც 9 ნომერია (ხუროშვილი) საიმედო. მაგრამ არიან ძლიერი ბიჭებიც. მთელმა სიმძიმემ მე 6 ადგილის დაკავებაში მაგათზე გადაირა.
გიორგი
12 ივლისი 2022 19:57
0
ნეპოტიზმი.
ehh
12 ივლისი 2022 22:14
1
მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდა გუნდს. გუნდურობა ნული. სამწუხაროდ ინდივიდუალიზმი თითქმის მაგ დონეზე. ხაზი ხომ საერთოდ სპორტის სხვა სახეობას თამაშობდა. ასეთ დაბალი კვალიფიკაციის თამაშს ვერ ვიხსენებ(.
მგელი გერონტი
12 ივლისი 2022 22:35
0
ძალიან იმედგაცრუებული ვარ.მატჩის შედეგით კი არა,ასეთი ანგარიშით,ფრანგებთან ისედაც შეიძლება წაგვეგო.არამედ იმით,რომ გუნდმა უარი თქვა თამაშზე.მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 25 წუთში,თანდათან ჩაქრობა დაიწყეს და მეორე ტაიმში,მთლიანად გაჩერდნენ.ძალები აღარ ეყოთ?არა მგონია.ნახევარ საათში გუნდი ასე ძალიან ვერ დაიღლებოდა.არადა ისე თამაშობდნენ,იფიქრებდით,დაღლილობისაგან თვალებში ვეღარ იყურებიან და აღარც ფიქრის თავი აქვთო.რაღაც მსგავსი მახსოვს შარშან,სამხრეთ აფრიკაში თამაშის დროსაც.შოტლანდიის დამარცხების შემდეგ,ასეთ უნებისყოფობას ნამდვილად არ ველოდი.თამაშის ბოლოს,უკვე აღარც კი დარბოდნენ და მხოლოდ ბურთიან კაცს უყურებდნენ.მწვრთნელები ალბათ იტყვიან,გადავიღალეთო,მაგრამ ეს გადაღლით კი არა უნებისყოფობით უფრო აიხსნება.ტურნირი,შოტლანდიასთან მატჩით დაამთავრეს.ღმერთმა საჩუქარი მოგვცა,მთელი მეორე ტაიმი,ფაქტობრივად ორკაცნაკლულ მეტოქეს ვეთამაშეთ და სამარცხვინოდ წავაგეთ.19-20 წლის ბიჭები არიან,უკვე კაცობაში შედიან და ნაკრებში ასე უჯიგროდ თამაში არ შეჰფერით.შეიძლება არ გამოგივიდეს,მაგრამ იბრძოლო,აქ კი რა ბრძოლა,ერთი მალე დამთავრდეს თამაშიო,სახეზე ეწერათ ბიჭებს.ისევ ამოქმედდა ერთი ძველი ფორმულა,ქართველების გუნდს შეუძლია ყველაზე საოცარი გამარჯვების მოპოვებაც და ყველაზე საოცარი დამარცხებაც.ნაკრებში რამდენიმე ძალიან პერსპექტიული მორაგბეა,რომლებიც საკულაოდ,შესაძლოა დიდ ნაკრებშიც ვიხილოთ,მაგრამ არ გამოჩნდა ლიდერი,ვინც გუნდს აანთებდა და წინ გაუძღვებოდა.ზედიზედ ორი გმირობისათვის მზად არ აღმოჩნდნენ და როცა შანსი გაგვიჩნდა,არც მისი გამოყენება უცდიათ.ფაქტია,უელსთანაც და საფრანგეთთანაც,ჩვენ თვითონ წავაგეთ.რესურსი ნამდვილად გვაქვს,თუმცა მენტალიტეტი არ გვაძლევბს მისი გამოყენების საშუალებას.ძალიან სამწუხაროა,რადგან არავინ იცის,კიდევ როდის გვექნება მათი ერთ ტურნირზე დამარცხების, ასე რეალური შანსი.
სოსო
12 ივლისი 2022 21:26
0
კილასონიას თუ ნამუსი აქვს თვითონ უნდა წავიდეს! მოსაყვანია კ ა რ გ ი უცხოელი მწვრთნელი!!!
ვახო
12 ივლისი 2022 20:51
2
რაგბში ჩახედულებმა კარგად იციან რომ ეს ყველაფერი ზემოდან მოდის, ლელო, ბათუ, ხურციძე, ტყემალაზე...ბიძინას თვალები აქვს ახვეული ამათგან და რასაც უნდა აკეთბენ. როგორ შეიძლება ყველა მწვრთნელი ნაკრებში ერთი გუნდიდან იყოს და 14 მოთამაშე მათთან ერთად. უკანა ხაზი მთლიანად ლელოდან იყო დაკომპლექტებილი იფ ფრანგ სახელიანი პატარა ბიჭის გარდა და კიდევ ერთი თუ ორი მაგრამ 95% ლელოდან. 2 მოთამაშე რომელიც გამორჩეული იყო მთელს ჩემპიონატზე იყო ზაზაძე და შვანგირაძე და ისენიც ლელოდან არ იყვნენ. რა მოხდებოდა იქნებ სხვა გუნდებშიც არიან ლელოს გარდა ახალგაზრდები. და ჩახედულბმა იციან რომ არიან. ამ უკანა ხაზში სწორად სირბილი არც ერთმა არ იცის აფციაურის გარდა. ჯერ სირბილი ესწავლებიათ, მერე ბურთთან ერთად სირბილი. საცოდაობაა ასე ნეპოტიზმით მოთამაშეების წაყვანა რადგან დათვური სამსახურია ამ ბიჭებთანაც და მათაც აფუჭებენ ეროგორც ადამიანებს . ასე რომ არ შეიძლება არქიფოების გავლენის ქვეშ იყოს მთელი ფედერაცია და სპორტი. საბჭოური გადმონაშთები, ცუდი ჩვევები, კლანური მიდგომა უნდა აღმოიფხვრას და პროფესიონალიზმს მიექცეს ყურადღება...
simartle
13 ივლისი 2022 04:22
4
პირველი თამაში რომ წავაგეთ იტალიასთან და დავწერე აქ კომენტატებში, სუსტი გუნდია თქო, ატყდა ერთი ამბავი. უბრალოდ ყველამ ვაღიაროთ, რომ ამ ნაკრებმა ფიასკო განიცადა და სასწრაფოდ არის რაღაც შესაცვლელი
გიორგი
12 ივლისი 2022 21:37
0
მომავალ წლამდე ითამაშეთ რამდენიმე თამაში მაინც სანამ დიდ ტურნირზე გახვალთ, სელექცია ობიექტურად გააკეთეთ, და არა ნაცნობობით და ლელოელობით. ძირი ეთხრება ქართულ რაგბს, აქამდე ხო იყო სხვანაირად დაბალანსებული სელექცია?! აი ხო 9 ადგილზე გავდიოდით სულ მსოფლიოზე, მაგრამ არავის შეზიზღდა რაგბი, პირიქით სულ იმას ვამბობდით ნეტავ დიდი ნაკრებიც ასეთ გაშლილ და სანახაობრივ რაგბს თამაშობდესო. ხაზის მოთამაშეებს არანაირი ინსტიქტი არ ქონდათ, გეგონება რობოტები თამაშობდნენო, ეგაა ჯახა ჯუხი რაგბის შედეგი, ვინც ბურთაობა იცის უნდა აბურთაო და ვინც უნდა ჯახაობდეს აჯახაო. ლელოდან შერკინებაში ვინც იყო ყველამ დაიმსახურა მანდ თამაში იმიტომ რომ საკუთარ საქმეს აკეთებდნენ ნამდვილად, აი ხაზი არ ვიცი.. წარმომიდგენია ლელოს ყველა თამაში როგორ მიდის 80 წუთიდან 75 მოლს თამაშობენ.
ehh
12 ივლისი 2022 22:22
0
ესენი ვინ ყოფილან, მწვრთნელი ყაავთ საერთოდ? შემაზიზღეს რაგბი რა.
ფირუზა
12 ივლისი 2022 20:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.