ისტორია დაიწერა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისს მოუგო!

AutoSharing Option
"ავჭალაზე" ჩატარებულ მეორე ტესტ-მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს 40:38 სძლია.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლადო კილასონიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 36:41 წააგო და დღესაც საინტერესო თამაში იყო. თავიდან მეტოქე 14:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 24:21 მოიგო, საბოლოო გამარჯვება კი ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, ძლიერ მეტოქეს 6 ლელო გაუტანა.

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა! ირლანდიის, შოტლანდიის, არგენტინის და იაპონიის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისი დაამარცხა და სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველო U20 – ინგლისი U20  40:38

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი (2)

5 გარდასახვა: ხუციშვილი (4), ხელაძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალეთ, ბიჭებო! მჯერა რომ ეს ის თაობაა, რომელიც აუცილებლად და არაერთხელ დაამარცხებს 6 ერის გუნდებს დიდ ნაკრებებშიც და მაგ ტურნირშიც ითამაშებს!
მომავალი
01 ივნისი 2023 21:08
0
ძალიან ,,თავხედი,, ბიჭები ხართ
ზაზა
01 ივნისი 2023 19:25
1
მაგარი ,,თავხედი,, ბიჭები ხართ
ზაზა
01 ივნისი 2023 19:16
2
გილოცავთ, ერთი შეკითხვა მაქვს, ლელოს გარდა საქართველოში სხვა გუნდი არ არსებობს, დაითველეთ რამდენი მორაგბეა ამ გუნდიდან? 12. დავიჯერო სხვა გუნდებში არ არიან ნიჭიერი მორაგბეები?
დიმიტრი
01 ივნისი 2023 19:10
11
ლელოს ასეთი დომინაცია უსაფუძვლო არ არის, ხაზი იდეალურად თამაშობს სადაც ამ გუნდის 80 პროცენტი ლელოდანაა. აი შარშან აშკარა ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი და თითქმის ყველა ხაზის მოთამაშე ამოვარდნილი იყო ყველანაირი ჩარჩოებიდან, ტკივილი იყო მაგის ყურება და ბევრი მოთამაშე იქნებოდა გაცილებით სუსტი კლუბიდან რომელიც უკეთესად დადებდა შედეგს. წელს მოდი ვაღიაროთ, რომ ლელოს დომინაცია ამ თამაშებიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია და შედარებით მეტი ბიჭიცაა სხვა კლუბებიდან.
._.
01 ივნისი 2023 23:56
2
გილოცავთ თ თ თ
rugby
01 ივნისი 2023 19:02
0
წარმატებები...
ქუთათური
01 ივნისი 2023 19:01
0
მიზანმიმართული, დიდი შრომით მოპოვებული ღირსეული გამარჯვება !!! ბრავო ბიჭებს, ბრავო სამწრთნელო გუნდს, ბრავო გულშემატკივრებს საოცარი ატმოსფეროსთვის !!! ქართული რაგბი სწორ გზაზეა და ბრწყინვალე მომავალი წინ გველოდება !!! საქართველოს გაუმარჯოს !!!
ნიკა
01 ივნისი 2023 18:53
1
გენაცვალეთ მაგ ჯიგარში
Mr.kostaia
01 ივნისი 2023 18:47
1
გენაცვალეთ, ლომებო!
ILIA
01 ივნისი 2023 18:39
0