გუნდს დღეს შეუერთდა შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი, რომელსაც ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები აეროპორტში შეექმნა და 13 ივნისს ძირითად ჯგუფთან ერთად ვერ გაფრინდა. ასევე დღეს ჩავიდა საწვრთნელ შეკრებაზე "სტად ფრანსეს" ბურჯი სერგო აბრამიშვილი, რომელსაც კლუბთან ვალდებულებები ჰქონდა.
„სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს ჩამოვფრინდით, დავბინავდით და უკვე რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ. სკოლას, რომელიც გვმასპინძლობს, ძალიან კარგ პირობებში ვყავართ. დღეს ჩამოფრინდა სერგო აბრამიშვილი, რომელიც
„ვემზადებით პირველი თამაშისთვის, რომელიც მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან იოლი არ იქნება. მათ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ალბათ ყველაზე ფიზიკური გუნდი ჰყავთ. შერკინება და მოლი მეტოქის თამაშის დიდი ნაწილია და ვეცდებით, მისი ძლიერი მხარე გავანეიტრალოთ“.
„გვქონდა ინტენსიური, ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ასეთ მოწინააღმდეგესთან კიდევ ერთხელ გაგვევლო დეტალები და გვენახა, სად გვაქვს პრობლემები. დრო ცოტაა, ხვალ დავისვენებთ და ზეგიდან გავაგრძელებთ მზადებას სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის“.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ წელს პირველად, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" "გ" ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს; "ა" ჯგუფში საფრანგეთი, ახალი ზელანდია, უელსი და იაპონია, ხოლო "ბ" ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია და ფიჯი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 24 ივნისს, ჩვენი დროით 21 საათზე სტელენბოშში გამართავს. 29 ივნისს საქართველოს მეტოქე არგენტინა იქნება, ხოლო 4 ივლისს იტალიას ვერკინებით. ნახევარფინალური შეხვედრები 9 ივლისსაა ჩანიშნული, ფინალები კი - 14 ივლისს. რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, პირველად 2016 წელს ითამაშა, მე-10 ადგილი დაიკავა და გახდა ალაფიდან დაწინაურებული პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 2017 და 2019 წლებში საქართველო ასევე მეათე იყო, 2018 წელს კი ჯერჯერობით სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავა.
"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);
ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურა ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
მენეჯერი: ოთო იაშვილი
ჯი-პი-ესი: შავლეგ მახარაშვილი
სამედიცინო: პაპუნა კუპრაშვილი, რომან სახოკია, ირაკლი შაორშაძე

Rugby.ge