ორივე გუნდმა 3-3 ლელო გაიტანა და უმცროსი ქურციკების გამარჯვება სმითის ფეხ-ჩუბინობამ განაპირობა, რომელმაც კარში 100%-იანი მაჩვენებლით ურტყა და ტაქტიკური დარტყმებიც უზადოდ შეასრულა. გულდასაწყვეტია, რომ მეტოქემ ორი ლელო მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენს 22-ში რაქიდან ბურთი გამოგვივარდა, გარდამტეხი კი ის 8-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომლის დროსაც
და მაინც, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებმაც ერთი თვის წინ ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ მისთვის „დიდი გუნდები“ არ არსებობენ და ქართულ რაგბს უზარმაზარი პოტენციალი აქვს! საქართველო, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან (რომელიც ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია), განსაკუთრებით მეორე ტაიმში უზარმაზარ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა!
დიდი ჯახი პირველ ტაიმში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველად მე-12 წუთზე შეუტიეს. ლუკა ცირეკიძე ჩვენი ნახევრიდან დაიძრა, რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და 25-30 მეტრი მოიგო, რასაც ჯარიმა მოჰყვა. პეტრე ხუციშვილმა ბურთი აუტში გადაიტანა, დერეფნიდან მძლავრი მოლი დაიძრა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 10 მეტრი დაფარა, მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ლაშა ციხისთავმა თანაგუნდელების დახმარებით ლელო გაიტანა და ხუციშვილმა გარდასახა – 7:10.
მასპინძლებმა მალევე შეძლეს ინიციატივის დაბრუნება და ფორვარდები ჩვენს დაცვას თავგანწირვით შეასკდნენ, მაგრამ გაუვალ კედელს წააწყდნენ. 23-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის შემდეგ, ბურთი მარჯვენა ფრთაზე გაიშალა, დაცვამ თითქოს შეძლო გადაწყობა და სივრცეების შევსება, თუმცა ჯურენზო ჯულიუსმა აკრობატულ ნახტომში ალამთან მაინც შეძლო ლელოს გატანა. სმითმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახა, შესვენების წინ კი ჯარიმით მორიგი 3 ქულა მიითვალა და ტაიმი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით დასრულდა – 20:7.
აფრიკასთან მოგებული ტაიმი
მეორე ტაიმში მაყურებელმა რადიკალურად განსხვავებული თამაში იხილა. თუ არ ჩავთვლით 8-წუთიან ჩავარდნას, საქართველო ყველა კომპონენტში დომინირებდა და მეთოდურად ამცირებდა ჩამორჩენას. ისე ჩანდა, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" დამსახურებულ და ამავდროულად, სენსაციურ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ…
და მაინც, საქართველომ სამხრეთ აფრიკას მისსავე მოედანზე, სტელენბოშში ტაიმი 16:13 მოუგო, რაც უდიდესი მიღწევა და მთელი გუნდის ერთიანობის დამსახურებაა, რომელიც მომავალ შეხვედრებში აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.
საგულისხმოა, რომ თამაშის განახლების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" აფრიკელები შერკინებაში ზედიზედ 4-ჯერ დააჯარიმეს. შედეგად, 45-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ბურთის კონტროლი გააგრძელა, მეტოქის ნახევარზე ფეხი მოიკიდა და 58-ე წუთზე ლამაზი ლელო გაიტანა.
ამ შეტევაში თორნიკე კახოიძემ ორჯერ გაჭრა ხაზი. პირველ შემთხვევაში შეტევა მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა, მეორე ეპიზოდში კი მან გრძელი გადაცემით მარცხენა ფრთაზე ცირეკიძე მოძებნა და მანაც ლელოთი სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, სამწუხაროდ გარდასახვა არაზუსტი იყო. 62-ე წუთზე ლუკა ხორბალაძემ საჰაერო ბრძოლა მოიგო, რასაც ნიკა ბაბუნაშვილის მძლავრი მიძალება მოჰყვა და მომრავლებული ჯარიმების ფონზე, აფრიკელები სინბინით დაისაჯნენ. ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, საქართველოს კი დაახლოებით 9 წუთი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა…
ამის ფონზე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. მსაჯმა ზედიზედ ორჯერ საკამათო ეპიზოდებში დაგვაჯარიმა და სმითმა დარტყმა ყველა პოზიციიდან უნაკლოდ შეასრულა, მერე კი ჩვენს 22-ში ერთხელაც გამოგვივარდა რაქიდან ბურთი და ითან ჰუქერმა ლელო, სმითმა კი გარდასახვა გაიტანა.
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გატყდნენ და 76-ე წუთზე თამაშში კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი ნიკა ბაბუნაშვილმა დაასრულა. გელა ხელაძეს გარდასახვა გაუცუდდა. დასკვნით წუთებში საქართველო კიდევ ერთი ლელოს გატანით 2 ბონუს-ქულას მიიღებდა, რაც მინიმუმი იყო რასაც ეს გუნდი იმსახურებდა, თუმცა შედეგიანი შეტევის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა და სამხრეთ აფრიკამ 20-წლამდელთა ჩემპონატის პირველ მატჩში 33:23 იმარჯვა.
გ ჯგუფის პირველ შეხვედრაში არგენტინამ იტალია 43:15 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. 29 ივნისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქე სწორედ არგენტინა იქნება.
მატჩის შემდეგ
ლადო კილასონია (მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი გეგმა იყო, რომ წნეხის გარეშე გვეთამაშა. ჩამოვედით სამხრეთ აფრიკაში და პირველი შეხვედრა გვქონდა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან. რაც უფრო დიდხანს დავრჩებოდით თამაშში და ანგარიში იქნებოდა მჭიდრო, ყოველი წუთი იმუშავებდა ჩვენზე. ამ გეგმამ მეორე ტაიმში იმუშავა, როდესაც კარგად წავიდა რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მომენტი, როდესაც შეგვეძლო მისი შემოტრიალება, ხელიდან გავუშვით და სამხრეთ აფრიკამ ეს კარგად გამოიყენა“.
„ვფიქრობ, ამ ბიჭებით ყველამ უნდა ვიამაყოთ, რადგან ძალიან რთულია ჩამოხვიდე სამხრეთ აფრიკაში და ეთამაშო ასე, ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად შეგვეძლო მეტი…“.
თორნიკე კახოიძე: „ასეთ დიდ ტურნირში პირველი თამაში იყო და ძალიან ბევრი კარგი მომენტები გვქონდა. შემდეგი თამაშებისთვის ვიმუშავებთ ჩვენი შეცდომების გამოსწორებაზე. ვფიქრობ ყველამ დაინახა რა შეგვიძლია“.
ლუკა ცირეკიძე: „კარგი თამაში გამოგვივიდა და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. სამხრეთ აფრიკასთან 10 ქულა დავთმეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ლელო ყველასთვის შოკისმომგვრელია და ასე იყო ჩემთვისაც. მომდევნო შეხვედრებისთვის ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე და ვიმედოვნებ შედეგიც უკეთესი იქნება“.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
24 ივნისი. შაბათი.
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 33:23 (20:7)
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
3 ლელო: ლაშა ციხისთავი, ლუკა ცირეკიძე, ნიკა ბაბუნაშვილი
1 გარდასახვა: პეტრე ხუციშვილი
2 ჯარიმა: პეტრე ხუციშვილი
Rugby.ge
ინგლისთან მატჩების კომენტირებისას ჩვენი ბიჭებისადმი, ერთი შენიშვნა გამოვთქვი,რომლის გამოსწორებასაც,ვარჯიშიც კი არ სჭირდება,მაგრამ ის შეცდომა,აქაც გაიმეორეს და ისევ დავკარგეთ ქულები.საქმე იმაშია,რომ იქაც და აქაც,ჩვენი მორაგბე,(კონკრეტულად ამ თამაშში,კიკაბიძე)ჩათვლის მოედანზე შეიჭრა და რა თქმა უნდა ბურთის დამიწება იჩქარა.თუმცა იქაც და აქაც,ცოტა უფრო გულგრილად რომ ყოფილიყო, ჩვენი ლელოს დამდები,დაინახავდა,რომ თანაგუნდელი,უკეთეს პოზიციაში ჰყავდა და ძელებთან უფრო ახლოს,ის დადებდა ლელოს.არც იქ,და არც აქ,ეს არ გააკეთეს და ამის გამო,გარდასახვები გაგვიფუჭდა!ამ თამაშში,კიკაბიძემ ლელო რომ დადო,ბურთი მაშინ დაამიწა,მასზე მეტოქის მორაგბე რომ წავიდა,ძელებთან მასზე უფრო ახლოს კი,ჩვენი 16 ნომერი იდგა,რომელიც ძალიან იოლად დადებდა ბურთს და ძელებიდან გაცილებით უფრო,სულ ცოტა 5 მეტრით ახლოს.ხუციშვილმა ვერ გარდასახა,იქიდან კი,აუცილებლად გაიტანდა და ანგარიში,20-17 გახდებოდა!მერე,ჯარიმაც გავიტანეთ და ამით ანგარიში გათანაბრდებოდა.ამ შემთხვევაში,აფრიკელებს,თამაშის გადარჩენის შანსი,ვფიქრობ აღარ ექნებოდათ,რადგან სრული ფსიქოლოგიური უპირატესობა,ჩვენს მხარეს იქნებოდა და ისინი,წელში ვეღარ გაიმართებოდნენ.ჩვენები კი,უფრო დამშვიდდებოდნენ.გასაგებია,როცა ლელოს დადება შეგიძლია,სხვას აღარაფერს უყურებ და მხოლოდ სამიზნეს ხედავ,მაგრამ როცა იცი,რომ დამრტყმელი,სრულიად საიმედო არ გყავს,ალბათ ამასაც უნდა მიაქციო ყურადღება.აფრიკასთან წაგება,მსოფლიოში არავისთვისაა სირცხვილი,მით უფრო ჩვენვის,მაგრამ თავს დავდებ რომ ერთი კვირის შემდეგ,კიდევ გვათამაშონ და ჩვენ დავამარცხებთ!ასევე იყო ინგლისელებთანაც.პირველ თამაშში ნახეს და განმეორებით თამაშში,უკვე დაამარცხეს კიდეც!იმ თამაშების შემდეგ დავწერე,ჩემპიონატის წინ,ორიოდე,კიდევ ასეთივე დონის მატჩის გამოცდილება აკლიათ მეთქი ბიჭებს და სწორედ ეს მიუღებელი გამოცდილება დააკლდათ,რომ ბოლომდე ერწმუნათ საკუთარი ძალის და წუხელ,დაემარცხებინათ სამხრეთ აფრიკის ნაკრები.წარმომიდგენია ამ ნაკრებს 6 ერის ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირში რომ მიეღო მონაწილეობა,იქაური გამოცდილებით,აქ რას იზამდნენ!ძალიან,ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მაგ შემთხვევაში,დღეს ჩვენს გრაფაში ეწერებოდა გამარჯვება.
ერთია! ეს სმითი მართლა 20 წლისაა? რაღაც სიმელოტე შეპარული მომეჩვენა.