ბრწყინვალე გამარჯვება - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად ისტორიაში! ტიერ 1-ის გუნდი 0-ზე დავამარცხეთ

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით, ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს.

ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში სამხრეთი აფრიკა
იტალიასთან 26:34 დამარცხდა. C ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, საქართველო კი ბოლო ადგილზეა, რადგან ჯერ ბონუს-ქულა არ მოუპოვებია.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს იტალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
არგენტინა – საქართველო 0:20

საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 32 /
ასეთი კარგი, შეკრული, გამართული, მიზანსწრაფული, დისციპლინირებული გუნდი არასდროს არ გვყოლია სპორტის არცერთ გუნდურ სახეობაში. რაგბის ხალხი ყოველთვის ძალიან წინ იყო ჩვენში და ახლაც ასეა. რაც მათ მრავალი წლის მანძილზე რუსები სრისეს და ამოავსეს, მარტო ეს ამტკიცებს ამას ყველაფერს. თვალი არ ეცეს!!!
ელიასი
29 ივნისი 2023 20:51
1
ყოჩაღ ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ,რომ გაახარეთ ქვეყანა.მადლობა ამ სიხარულისთვის...მოკლედ, გადაურბინ-გადმოურბინეს ბიჭებმა, ჯიგრები ხართ. წარმატებები
Mr.kostaia
29 ივნისი 2023 20:44
0
ვუყურე თამაშს და ჩვენმა ბიჩებმა ყველა მომენტში დაჯაბნეს, გენაცვალეთ გამარჯვებაში, აქეთ ფეხბურთი იქით რაგბი, დიდი სიხარულის დღეები გვიდგას საქართველოს.
პაპა
29 ივნისი 2023 20:39
0
ჯგუფში ისეთი არეულობაა, შეიძლება პირველ ადგილს გამოვკრათ ხელი
ის
29 ივნისი 2023 20:39
0
გადავთვალე გადმოვთვალე, ვედზებ გამოსავალს ხელი რო გამოვკრათ.
saqartvelo
29 ივნისი 2023 21:31
1
დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის რაც საქართველოს მოანიჭედ!!!
ალეკო
29 ივნისი 2023 20:32
1
ბიჭებო თქვენ გენაცვალეეეთ!!!!!!! დიდი კაცები ხართ!!!!!! მადლობა!!!!!!!!!!!!!!! თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!!
Lelo
29 ივნისი 2023 20:26
0