ბრავო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალია დაჯაბნა, ბონუს ქულით დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას დაუპირისპირდა და ბონუს ქულით 30:17 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენს გამარჯვებაში აისახა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირეს, ნახევარფინალში გასვლის ამბავი კი მათი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გუნდს მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის თამაში გარანტირებული აქვს, აქამდე საუკეთესო შედეგი კი მე-9 ადგილი იყო, რომელიც 2018 წლით თარიღდება.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალში გასვლას... C ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე
ვიმყოფებით და თუ ჩვენს ჯგუფში დღეს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ფრეს ითამაშებენ, ეს ასეც დარჩება და ლიდერობას შევინარჩუნებთ.

კიდევ ერთი ვარიანტი, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავდივართ, არის ის, რომ არგენტინამ გაიმარჯვოს, მაგრამ ბონუს ქულით ვერა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი ჩვენმა მორაგბეებმა არგენტინას 20:0 სძლიეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
იტალია – საქართველო 17:30
საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მკითხველის კომენტარები / 56 /
ფორტუნამ კალათბურთში კი გაგვიღიმა, მაგრამ ფეხბურთსა და რაგბიში ზურგი გვაქცია. ისე კარგი კომპანია შეიყარა 5-9 ადგილის მოსაპოვებლად: ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და ჩვენ. იმედია შემდეგ ტურნირზე იგივე ნაკრებები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
გუგა
05 ივლისი 2023 06:46
0
რაგბის ფიზმომზადება სამწუხაროდ ქართველების დამსახურება არ არის . ეს არის ფრანგული სამედიცინო და ფიზმომზადების სკოლის შედეგი . იმედია ამდენი წლის მოღვაწეობის შემდეგ ,ქართველებიც გაიზრდბოდნენ , რომ მათი წასვლის მერე ისევ არ დავრჩეთ პროფესიონალების გარეშე .
ATP 16
04 ივლისი 2023 23:18
6
ყველა ძალოსნურ სპორტში წარმატებები გვაქვს, უეფსიდან დაწყებული რაგბით დამთავრებული, სპორტის ამ სახეობებში რატომ არ გვყავს ბევრი ე.წ ტრავმებისკენ მიდრეკილი, ვფიქრობ იმიტომ რომ პატარაობიდანვე მზად არიან ფსიქოლოგიურად რომ ძალოსნური სპორტის სახეობებია და მარტო ტექნიკოთ შორს ვერ წავლენ და ემზადებიან კოდეც ფიზიკურად პატარა ასაკიდანვე. ფეხბურთში რა ხდება 1 საათიანი ვარჯიში ბურთთან ნაკლები ფიზიკა, ესაოდა კუნთები არ გადაეწვათ ბავშვებს და ა.შ შესაბამისად გვეზრდებიან სუსტი ფეხბურთელები 4 კმ ძლივს დარბიან, ვისაც ნიჭი აქვს ან დროზე ადრე გააღწევს ქვეყნიდან ან ბუნებით შეომისმოყვარე აღმოჩნდება ის ქაჩავს, აქედან ზოგს განუვითარებელი კუნთების გამო ,,ანანიძე,, ემართება. ევროპის ერთ ერთ ქვეყანაში ვარ და უნდა ნახოთ 6-8 წლის ბავშვები 2 საათიანი ვარჯისისას რამდენს დარბიან. დიდი შედეგი მანამდე არ მოვა სანამ ერთ თამაშში 12 კმ არ ირბენენ ფეხბურთელები.
რაგბისტებს კი ვულოცავ და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ!!!
ემიგრანტი
04 ივლისი 2023 22:18
2
რაგბი ძალოსური სპორტი არ არის, გუნდური სტატეგიული სპორტია გამართული წესებით, ძალოსნური როდესაც ეგონათ კი გვათრევდა რუმინეთი
???
04 ივლისი 2023 23:35
1
Თუ არგენტინამ ასე დაასრულა მეორე ტაიმიც (მოგება ბონუსის გარეშე), ჯგუფში პირველი ადგილით ნახევარფინალში გავდივართ! Ღმერთო, გადმოხედე ჩვენს ლომებს!
Ქომაგი
04 ივლისი 2023 21:59
0
მწვრვთვნელების დიდ შეცდომად მიმაჩნია პირველ ორ თამაშში ლელოებით ბონუს ქულებზე რომ არ ითამაშეს.ახლა 10 ქულა გვექნებოდა და თითქმის განაღდებული ნახევარფინალი.
ჩემი აზრით
04 ივლისი 2023 21:26
15
ოთხი ლელოთი ფრე რამდენ ქულას იძლევა ორს თუ სამს?
ბადრი
04 ივლისი 2023 20:58
1
რაგბი, ჭიდაობები ძალოსნობა შრომობენ და შედეგიც სახეზეა.
ჟორა
04 ივლისი 2023 20:42
1
რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, ფიზმომზადებაში მხეცები არიან და ვერავინ გვჩაგვრავს. იქნებ რაგბის მწვრთნელები მივახმაროთ საფეხბურთო ნაკრებს
თენგაბი
04 ივლისი 2023 20:16
0
რაღაცატომ მგონია, რომ ეს ბიჭები მომავალი მსოფლიო ჩემპიონები არიან, ან ახლა თუ გავედით ნახევარფინალში ან დიდებში მაინც. წარმატებები ჩვენს ლომებს!
თენგაბი
04 ივლისი 2023 20:10
0
ragbi chveni tamashia. fexburti chveni sircxvilia.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04 ივლისი 2023 19:25
20