სამხრეთ აფრიკამ მოიგო - საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არგენტინამ უკეთ ჩაატარა და 16:7 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები მიეძალნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, С ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთი აფრიკა გავიდა, მეორეზე კი - საქართველო.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, არგენტინას 20:0, იტალიას კი 30:17 სძლია და V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რაც დიდი მიღწევაა. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წელს).

მკითხველის კომენტარები / 17 /
შესანიშნავი ნაკრები გვყავს, ფიზიკურად ძლიერები, სწრაფები, ჯანიანები, გრანდებთან ტოლ-სწორად მოთამაშენი. მათ რომ ვუყურებ, გული სიამაყით მევსება. წარმატების ფორმულა და მეთოდები ნაპოვნია. მგონია, რომ სამხრეთ აფრიკასთან მარცხი გამოუცდელობის ბრალი იყო. არგენტინასთან ისეთი შთაბეწდილება დამრჩა, თითქოს ცალი ხელით მოიგესო და ბონუს ქულის აღება თავისუფლად შეეძლოთ. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები მრავალს გამარჯვებას გვაჩუქებენ. მომავალი მსოფლიო ჩემპიონები.
თენგაბი
05 ივლისი 2023 03:29
0
ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარებულმა თამაშებმა დაგვარწმუნა,რომ საქართველოს დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრები,ყველა წინა ფორმაციაზე ძლიერი იყო და ჩემპიონატის მიმდინარეობამ,მხოლოდ დაადასტურა,ეს აზრი.დავამარცხეთ იტალია,არგენტინა და აფრიკასთან ისეთი თამაში წავაგეთ,რომელიც ცოტა მეტი გამოცდილების პირობებში,აუცილებლად ბონუსით მოსაგები იყო.მოახლოებული გამარჯვების ეიფორიამ დაგვღუპა,თუ დაღუპვაში,ნახევარფინალში ვერ გასვლას ვიგულისხმებთ.ახლა,5-8 ადგილებისათვის ბრძოლა მოგვიწევს და არც მანდ გვყავს,ნაკლები მეტოქეები,თუმცა ჩვენც უკვე ვიცით,რომ ნებისმიერი მათგანის დამარცხება შეგვიძლია.დავამარცხებთ კიდეც!დღეს თუ რაიმე კიდევ არ გამოგვივა,ხვალ აუცილებლად დავამარცხებთ!თქვენ უკვე დაწერეთ საქაქრთველოს 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების ისტორია და შეგიძლიათ,კიდევ ორი სასახელო ფურცელი შემატოთ,ამ ისტორიას.კარგ თამაშს და გამარჯვებებს გისურვებთ,ბიჭებო!გაიხარეთ და გაგვახარეთ!
სოსო
05 ივლისი 2023 08:20
0
1-4 ადგილებისთვის ინგლისი-საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა- ირლანდია. 5-8 ადგილებისთვის ავსტრალია-ახალი ზელანდია, საქართველო-უელსი. როგორი ანონსია?
გია პაპა
05 ივლისი 2023 07:33
0
აუ რა ცოტა დაგვაკლდა ნახევარფინალამდე, დასანანია, მაგრამ ბიჭებმა განწყობა არ უნდა გაიფუჭონ, მაგარი კაცები არიან და მეხუთე ადგილისთვის კვლავ შემართებით იბრძოლონ, მაგარი შედეგია ნამდვილად!
ქორ-პარიკმახერი
05 ივლისი 2023 08:17
0
არაფერში ბედი არ გვაქვს რა იქით ფეხბურთში გაწბილება და ეხლა ესეც @ ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს ! არადა რა ახლოს ვიყავით სამხრეთ აფრიკასთან მოგებასთან ! იმათ კაცი რომ გაუძევეს იმის მერე წავაგეთ პარადოქსია !@@@
zura222
05 ივლისი 2023 04:39
2
ლომები ხართ, სადამდე ასწიეთ თამასა, ეს მაქსიმუმია,უფრო მაღლა ჩემპიონობაა!!! საუკეთესო გუნდი და საუკეთესო შედეგი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ( და არა მხოლოდ რაგბიში)
rigiti
05 ივლისი 2023 15:35
0
მადლობა ბიჭებს, მადლობა რომ ამ დღეს მოგვასწრეს და გრანდებს ტოლსწორად ეთამაშებიან, თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და ნათელი მომავალი, ყველაფერი ერთად არ მიიღწევა, კარგია მასე გააგრძელეთ და ნაბიჯ ნაბიჯ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით.. მადლობა ყველას ვინც საქართველოს ნებისმიერ წინსვლაში იღებს მონაწილეობას...
o.k.
05 ივლისი 2023 16:51
0
au ramxela migcevaa lagbi cveni tamashia
Simartle
05 ივლისი 2023 09:56
3
ეგებ ცოტა დრო ბიჭების თამაშის ანალიზს დაუთმოთ,ინგლისი-ავსტრალიას შედეგი ჩვენი სატურნირო მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ნახევარფინალშიც გავსულიყავით.
დათო
05 ივლისი 2023 00:49
6
ინგლისი ავსტრალიის თამაში არ წყვეტდა. ახალი ზელანდია ჩვენზე წინ გავიდა. ახლა წესით უელსა უნდა ვეთამაშოთ.
დათოს
05 ივლისი 2023 01:05
1