18-წლამდე "ექვსი ერის" ფესტივალი – დებიუტი ჩვენი და მსაჯის შეცდომებით

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის სადებიუტო მატჩში შოტლანდიას ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 14:22.

მღელვარების ფონზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა შეცდომები მრავლად დაუშვეს. მიუხედავად ამისა, ისინი გამარჯვების შანსს მაინც ინარჩუნებდნენ, თუმცა ამ შეცდომებს მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები დაერთო, რითაც მეტოქემ ისარგებლა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ღია თამაშისას კონტაქტის არეში დომინირებდნენ და თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას, მაგრამ შოტლანდიელები რაქში ბურთს გვინელებდნენ, ხშირად წესების დარღვევით, მაგრამ ეპიზოდები მსაჯს შეუმჩნეველი რჩებოდა. მეტოქე უკეთესი იყო ხელდახელ სწრაფი შეტევებისას და
ჩვენმა 18-წლამდელებმა, რომლებიც ამ დონეზე პირველად თამაშობდნენ, უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.

შეხვედრა საქართველოს შეტევებით დაიწყო, მაგრამ შეცდომები დავუშვით და ბურთს ვერ გავუფრთხილდით. მერე ზედიზედ რამდენჯერმე დავჯარიმდით, შოტლანდია ჩვენს ლელოს მოუახლოვდა და მე-14 წუთზე მოლით ლელო გაიტანა. 21-ე წუთზე მათ მაღალ ტემპში, ხელდახელ შემოგვიტიეს, მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მეორე ლელო ზუსტად გარდასახეს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შესვენების წინ უპასუხეს. ანრი შველიძის პასის შემდეგ გიორგი ტურაშვილმა შეუტია და მეტოქის 22-ში დაახლოებით 10-12 მეტრი ბრძოლით იარა, რაქიდან ბურთი დავით ბარბაქაძეზე გავიდა, რომელმაც კარის წინ ხაზი გაგლიჯა. ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და არჩილ ნოზაძემ საპასუხო ლელო გაიტანა. გიგი სირბილაძემ გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა – 7:12.

მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, ახლა შოტლანდია დაჯარიმდა, რასაც საქართველოს მოლი და საჯარიმო ლელო მოყვა. რომ არა წესების დარღვევა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა და ამ ეპიზოდს სინბინიც მოყვა. შოტლანდია გააქტიურდა და თითქოს 22-ში თავი კარგად დავიცავით, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დაინახა, თანაც მიხეილ შიოშვილი გაასინბინა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.

შოტლანდიამ აღარ გარისკა, ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა დაიბრუნა, 65-ე წუთზე კი, მათი მორიგი სწრაფი შეტევისა და ფეხით ორჯერ თამაშის შემდეგ, ალამთან მესამე ლელო მივიღეთ. ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. საქართველომ დასკვნით წუთებში შეუტია, მაგრამ ჯარიმა კარში არც ამჯერად დაარტყა, მერე 5-მეტრიანთან ბურთი დაკარგა და მეტოქემ 22:14 გაიმარჯვა.

უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ, ფესტივალს კი 7 აპრილს, ინგლისთან შეხვედრით დაასრულებენ.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 30 მარტი

პარმა (იტალია). სტად სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – შოტლანდია 14:22 (7:12)

საქართველო:

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (ისფვიჩი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. იკა კვარაცხელია (ლელო), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. თორნიკე ტორაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

2 ლელო: ნოზაძე, საჯარიმო

1 გარდასახვა: სირბილაძე

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
დებიუტისთვის არაუშავს ითამაშეს მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომები და დაკარგვებიქონდათ
zura222
31 მარტი 2024 14:10
0
უზარმაზარი გამოცდილება შეიძინეს ბიჭებმა. მსაჯის მიკერძოებასაც უნდა შეეჩვიონ და ამას ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციონ. ითამაშეთ სიამოვნებისთვის და შედეგი ძალუან მალე მოვა. ღმერთი თქვენსკენ, ბიჭებო!
გიორგი
31 მარტი 2024 13:31
0
მსაჯმა რატომ გაგვიძევა შიოშვილი,გაიგეთ?მარჯვენა ხელით,მეტოქენდაიჭირა,მარცხენათი კი,მაისურზე ხელიც ჩავლება და უკან გადმოგდება სცადა.ეს კისერზე ბოჭვა არ ყოფილა.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მგონია.ვინც კარგად ერკვევა,იქნებ განმარტოს.წინასწარ ვუხდი,მადლობას.მაღალ სისწრაფეებზე,ხელით თამაშის ტექნიკა არ ვგვკმაროდა,შერკინებაში ვერც ერთხელ ვერ დავაჯარიმეთ,ჩვენ კი,ვჯარიმდებოდით და დერეფანშიც გვქონდა წუნი.კიდევ ერთ რამეს გავუსვავ ხაზს.როცა ჩვენი მორაგბე ,ჩათვლის მოედანზე შედის ბურთიანად და მეტოქე გაჩერებას ვერ ახერხებს,ისინი ჩვეულებრივ ცდილობენ,კაცზე კი არა,ბურთზე ითამაშონ და მიწაზე დადებისმსაშუალება არ მოგცენ.ან ქვეშ უწვებიან,ან კიდევ ხელს უცურებენ,ბურთის ქვეშ.ხან გამოსდით,ხან არა,მაგრამ ყოველი წარმატებული ცდა,თავიდან აცილებული ლელოა.ჩვენი მხრიდან ამის მცდელობებს,თითქმის ვერასოდეს ვხედავ.ვერც ამ და ვერც სხვა რომელიმე ნაკრებში.ჯიუტად კორპუსის შებოჭვას ვცდილობთ და ჩვეულებრივ,ჩაბღუჯულ მეტოქესთან ერთად შევსრიალდებით ხოლმე,ჩვენ ჩათვლის მოედანში და ლელოს მაინც ვიღებთ.ამ თამაშმაც დაგვანახა,რომ საკმაოდ ვართ დაახლოებული,თუნდაც შოტლანდიის დონეს და მატჩის შედეგზე,უკვე ნიუანსები ახდენს გავლენას.ამ ტექნიკის ათვისება კი,ნიუანსზე ცოტა მეტი მნიშვნელობის მგონია.
არასოდეს მითამაშია რაგბი და მის სიღრმისეულ ცოდნაზე თავის დადებას ვერ დავიწყებ,მაგრამ სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და გვერდიდან დანახული,იქნებ საინტერესო აღმოჩნდეს.
სოსო
02 აპრილი 2024 09:35
0
ექვს ერში ვთამაშობთ ანუ? ვის ნაცვლად?
სიმენონი
31 მარტი 2024 00:25
3
8 ერია ანუ ჩვენ და პორტუგალია დაგვამატეს
zura222
31 მარტი 2024 14:11
0
8 ერია ანუ ჩვენ და პორტუგალია დაგვამატეს
zura222
31 მარტი 2024 14:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.