იტალიაში, პარმაში მიმდინარე ფესტივალზე, საქართველოს დებიუტი შოტლანდიასთან ჰქონდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ საკუთარი თუ მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, თამაში 14:22 დათმო.
ზურაბ ამონაშვილი: "ჩვენ შეცდომებს მუდამ საკუთარ თავში ვეძებთ. ქულების აღების არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ემოციებმა იმძლავრა, შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. სწორედ ეს ემოციები გადაიზარდა უდისციპლინობაში და ჯარიმებში, თუმცა რამდენიმე ჯარიმა მართლაც გაუგებარი იყო. მეტოქეზე მეტად,
წნეხი ჩვენს თავზე მივიტანეთ და რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მიუხედავად შედეგისა, საგანგაშო არაფერია და ამ ბიჭებით ამაყი ვარ. ყველა ვარჯიშზე ამ კომპონენტზე ვამახვილებდით ყურადღებას, ბიჭებს წნეხი ვერ მოვუხსენი და ეს ჩემი ბრალია.
ეს სწორედ გამოუცდელობის შედეგია და მოგება იქნება თუ წაგება, მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭები ამ ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს არაერთგზის გამოადგებიან.
ეს სწორედ გამოუცდელობის შედეგია და მოგება იქნება თუ წაგება, მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭები ამ ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს არაერთგზის გამოადგებიან.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ თამაშებში ცხელი გული და ცივი თავი შევინარჩუნოთ. ვერ ავყევით სათამაშო ტემპსაც, რაც ლოგიკურია. საქართველოს ჩემპიონატის და ამ დონის სათამაშო ტემპი ძალიან განსხვავებულია. ფესტივალამდე სულ 18 დღე ვივარჯიშეთ და ამ პერიოდში, რაც არ უნდა მაგარი ფიზ. მომზადება გქონდეს, სრულფასოვანი მომზადება შეუძლებელია.
ყველას ძალიან გული დაგვწყდა ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვით. ახლა მთავარია ეს სტრესი და დაძაბულობა რაც შეიძლება სწრაფად მოვიხსნათ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემდეგი თამაშისთვის გამოვიყენოთ, რომელშიც ყველამ კარგად იცის როგორი ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება და ეს გამოცდილების მისაღებად საუკეთესო შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, გამოგვაკლდა მიხეილ შიოშვილი. რაგბი კონტაქტური სპორტია და ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. დარწმუნებული ვარ, ის მალე დაბრუნდება და მომავალში არაერთხელ გამოიჩენს თავს.

ორგანიზაციული კუთხით, იქნება ეს მასპინძლობა, სასტუმრო, სავარჯიშო ინფრასტრუქტურა თუ ინფორმაციის მიღება, "ექვსი ერის" ფესტივალი რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან ძალიან განსხვავდება . შედარებაც არაა და ესეც უდიდესი გამოცდილებაა. ასეთი ფართო აუდიტორიის წინაშე, ასეთ გარემოში არასდროს გვითამაშია და ეს გამოცდილება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და ამავდროულად ბოდიში მოვუხადო, რადგან ის ხარისხი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. მერწმუნეთ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ფესტივალზე მეორე თამაშს 3 აპრილს, საქართველოს დროით 17:30 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდია 50:7 დაამარცხა.
Rugby.ge
თავი მაღლა.წინ დიდი,სასახელო,გამარჯვებებით აღსავსე გზა გაქვთ ბიჭებო!!!