18 წ. | ინგლისი გადაგვირჩა – ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს

AutoSharing Option
საქართველოსთვის სადებიუტო 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალმა ცხადყო, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნების" დამატებით, "ექვსმა ერმა" ღირსეული მონაწილე შეიძინა. თუ მომავალში ეს ფესტივალი ტურნირის სახეს შეიძენს, ან ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში 20-წლამდელთა "ექვსი ერის" კარი გაიხსნება, საქართველო მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს!

იტალიაში (პარმა) გამართულ ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ტოლ-სწორად ეთამაშნენ სამივე მეტოქეს, ფრანგი თანატოლები დაამარცხეს, შოტლანდიასთან და ინგლისთან მოგებამდე კი სულ ცოტა დააკლდათ. რომ არა ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობა და მსაჯების მიერ მრავალჯერადად დაშვებული შეცდომები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" შინ სამი გამარჯვებით
დაბრუნდებოდნენ!

თუმცა ისინი შინ ისედაც გამარჯვებულები ბრუნდებიან. მათ შეიძინეს უდიდესი გამოცდილება, ირწმუნეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართულ რაგბს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ის ყველა დონეზე იმსახურებს უმაღლესი დონის ტურნირებსა თუ თამაშებს.

Sportall.Ge

ტაიმი საქართველოს გამარჯვებით

ფრანგებთან გამარჯვებით ფრთაშესხმულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისთან მატჩი აქტიურად დაიწყეს. ქართველები დომინირებდნენ შერკინებაში, მოლში, კონტაქტის არეში, სწრაფად სწევდნენ ხაზს და ხისტი ბოჭვებით მეტოქეს წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მთლიანობაში, ამონაშვილის შეგირდებმა მეტოქის 22-ში უფრო მეტი დრო გაატარეს და ინგლისზე მეტი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ გამოუცდელობის გამო მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, მაშინ, როდესაც ინგლისმა ფაქტობრივად ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომებით ისარგებლა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

ანგარიში მე-7 წუთზე გიგი სირბილაძემ ჯარიმით გახსნა. 21-ე წუთზე მისი ფეხით გადაკიდებული ძლიერი აღმოჩნდა და ლელო არ შედგა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა და სირბილაძე ახლოდან ამჯერადაც ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა, დაცვაში პირველად დავუშვით შეცდომა, რითაც ინგლისელებმა კარგად ისარგებლეს, ფრთაზე ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს, მეტობა გამოიყენეს და ალამთან ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო.

საპასუხოდ საქართველომ დერეფნის შემდეგ კარგი კომბინაცია გაითამაშა, მეტოქემ ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და სირბილაძემ მორიგი იოლი 3 ქულა აიღო. 32-ე წუთზე ინგლისი კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, პოზიცია ამჯერადაც გასატანი იყო, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლელოზე თამაში ირჩიეს, მოლი დაძრეს, მიზნამდე მილიმეტრები დააკლდათ – 9:5 საქართველოს სასარგებლოდ.

Sportall.Ge

არალოგიკური დასასრული

მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, თუმცა ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ წითელ ზონაში დავჯარიმდით. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წნეხი გააძლიერეს და მეტოქეს 22-ში ფეხით თამაშისას დაუფარეს, მაგრამ უკონტროლო ოვალი ვეღარ დაიმორჩილეს. ამას მოჰყვა მსაჯის რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება, რამაც ინგლისს ჩვენს 22-ში შემოსვლის და მეორე, გარდასახული ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა

საქართველომ 3 წუთში უპასუხა. ამჯერად ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, დერეფნიდან აგორებულმა მოლმა დაახლოებით 10-12 მეტრი დაფარა და დავით არჩვაძემ ლელოთი დაგვაწინაურა. საათის თავზე ჩვენი 22-ის მისადგომებთან შეცდომა დავუშვით, რაქიდან გამოვარდნილ ბურთს მეტოქე დაეუფლა და სწრაფი კონტრშეტევით გარდასახული ლელო მივიღეთ.

ამან "უმცროსი ბორჯღალოსნები" არ გატეხა. მათ ძალა მოიკრიბეს, მეტოქის 22-ში მორიგი მოლი ააგორეს და ის ინგლისელებმა ჯარიმით შეაჩერეს. შემდეგ ეპიზოდში მოლი ვერ დავაყენეთ, თუმცა ფორვარდებით რამდენიმე დარტყმის შემდეგ არჩვაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

მატჩი ფრედ დასრულდებოდა, რომ არა შეხვედრის მიწურულს ფეხით თამაშისას დაშვებული შეცდომა, რითაც ინგლისმა მყისიერად ისარგებლა, ხელდახელ სწრაფი შეტევით დაცვის ხაზი გაჭრა და გამარჯვების ლელო გაიტანა. მართალია ბოლო გათამაშებისას ბიჭებმა გაიბრძოლეს და ბურთიც მოიპოვეს, მაგრამ შერკინებაში დაჯარიმდნენ, მატჩი 19:26 დასრულდა და ინგლისმა გამარჯვებით გაიხარა.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 7 აპრილი

პარმა (იტალია). სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – ინგლისი 19:26 (9:5)

საქართველო:

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 4. თორნიკე ტორაძე (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. იკა კვარაცხელია (ლელო), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია 14:22

იტალია – პორტუგალია 30:14

ირლანდია – საფრანგეთი 7:50

ინგლისი – უელსი 36:35

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია 35:10

შოტლანდია – ინგლისი 6:28

საქართველო – საფრანგეთი 20:19

იტალია – ირლანდია 10:36

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია 0:52

საფრანგეთი – უელსი 43:33

ინგლისი – საქართველო 26:19

შოტლანდია – იტალია 20:17

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
კი მაგრამ, გამოცდილებით როგორ მოგვიგეს, ისინიც ხომ 18 წლამდელთა ნაკრებია? გადაკეთებული ქონდათ წლები თუ რაშია საქმე? ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს, თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა.
ზაალ
09 აპრილი 2024 13:04
1
თვითონ ინგლისში ჩვენზე შეუდარებლად მეტი ბავშვი ვარჯიშის რაგბიში და ბუნებრივია,ბევრიდან უკეთესების არჩევის საშუალებაა.6 ერის ქვეყნები,ხშირად აწყობენ ასეთ ფესტივალებს და რა თქმა უნდა ,სხვა ქვეყნის მორაგბეებთან თამაშის მეტი გამოცდილებაც აქვთ.ეგეც არ იყოს,მათო ტექნიკური აღჭურვილობა და მწვრთნელების კვალიფიკაციის საერთო დონე,ჩვენსაზე გაცილებით უკეთესია.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვითვისებთ იმას,რაც იქ უკვე დიდი ხნის დანერგილია.საქართველოში,18 წლამდელები,რაგბის იგივეწესებით თამაშობენ,როგორც დიდები.მხოლოდ შერკინებაშია შეზღუდვები(რამდენადაც ვიცი),მაგრამ ბოჭვებში,დიდების წესებით ვთამაშობთ.დასავლეთ ევროპაში კი,18 წლის ქვემოთ,ბოჭვები,მხოლოდ წელს ქვემოთ კეთდება.უფრო მაღლა შებოჭვა,უკვე ჯარიმაა.ჩვენ ამას შეუჩვევლები ვართ და ამის გამო,უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ,რამდენიმე სინბინი და უამრავი ბოჭვაც გავაცუდეთ.გინდა თუ არა,როცა გიჭირს,ისე იქცევი,როგორც ნასწავლი გაქვს და დაფიქრების დროც არ გაქვს,რომ ინსტიქტურად დაწყებული წელს ზემოთ ბოჭვა,წელს ქვემოთ ბოჭვაზე გადააკეთო და თან ეს,ტექნიკურად სრულყოფილად გააკეთო.მოედნის სიღრმეში,ამას ვახერხებდით,მაგრამ ჩვენ ხუთმეტრიანში,დაზღვევის გარეშე,ინგლისელებს უკვე ვეღარ ვაკავებდით და ორი ლელოც,საკმაოდ ადვილად დაგვიდეს.მსაჯობაც არ იყო,მთლად კარგი და ბოლო ლელოც,თავისუფლად შეგვეძლო არ მიგვეღო,მაგრამ მეტი მოვინდომეთ და დავისაჯეთ.არც მატჩის ანგარიში და არც თამაშის მსვლელობა არ მიგვანიშნებდა,კლასში სხვაობაზე.ღირსეულად ვიბრძოდით და ფრე ხომ ხელში გვეჭირა.უბრალოდ,18 წელზე უმცროსი ასაკის ბიჭს,ვერ ეტყვი,ფრე შეინარჩუნე და მოგება არ სცადოვო.აუცილებლად უნდა ეცადათ.სცადეს და არ გაუმართლათ.გააკეთებენ ანალიზს და გაიგებენ,რატომ წააგეს.მეორე თამაშში კი,უკვე ჩვენ გაგვიმართლებს.მგონი სულ ესაა.
სოსო
09 აპრილი 2024 14:54
0
ვულოცავ ახალგაზრდებს კარგ თამაშს, მაგრამ უფრო კარგი შედეგი უკეთესი იქნებოდა. არ დავმარცხდებოდით მწვრთნელს ან კაპიტანს, რომ რომ მიეღო გადაყვეტილება დროის გაწითლების შემდეგ ბურთის აუტში გადაგდებაზე. რისთვის დაარტყეს ბურთი წინ გაუაზრებლად და მისცეს ინგლისს შეტევის წამოწყების საშუალება. ნებისმიერი გუნდი გადააგდებდა ბურთს. შეცდომა, რომელიც მომვლისათვის უნდა გაითვალისწინონ. ევროპაში იმას კი არ დაწერენ საქართველომ კარგად ითამაშაო, არამედ იმას, რომ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ინგლისი უფრო მაგარი იყოო, რაც არ არის სიმართლე, მაგრამ ახლა აღარაფერი გამოვა.
mvx
08 აპრილი 2024 14:38
3
ბრავო ჩვენ ბიჭებს!!!ყველაფერში სჯობდნენ ინგლისელებს!!!უბრალოდ,გამოცდილებითა და მსაჯის წყალობით მოგვიგეს!!!
დავით
08 აპრილი 2024 13:50
1
ვულოცავ საქართველოს - ალგეთის მგლების თაობა მოდის!

გამაოცა ჩვენი ნაკრების მხურვალე გულშემატკივრობამ შოტლანდიელთა, ირლანდიელთა და იტალიელთა მიერ!

მომავალი თქვენია, ბიჭებო!

ერთიან და უძლეველ საქართველოს გაუმარ - ჯოს!

დიდება თავისუფლებას!
დიმა
08 აპრილი 2024 10:48
1
თუ ასე გავაგრძელეთ სვლა, წელს და გაისად რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მომდევნო 3-4 წელიწადში, ექვსი ერი იქეთ მიგვიწვევს და უკვე სავარაუდოდ ყველა მეტოქესთან, არათუ ტოლ-სწორად ვითამაშებთ, დომინანტები ვიქნებით.
წარმატებები ბიჭებს!
თენგაბი
08 აპრილი 2024 10:20
0
ამ ფესტივალზე ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ პატარე ბორჯღალოსნები ყველა თამაშზე მოგებისთვის გავიდნენ და დაამტკიცეს, რომ საქართველო არც ერთ დონეზე ,,მეორე დონის სანაკრებო ქვეყანა'' აღარ არის. თანაც 18 წლამდელებში უკვე ამდენი ლეგიონერის ყოლა საქართველოში რაგბის განვითარების სწორ დინამიკაზე მიუთითებს. გენაცვალეთ ბიჭებო და დიდი მადლობა თავდადებისა და გულიანი თამაშისთვის!!!!!
ზაზა
08 აპრილი 2024 10:18
1
ეს მსაჯების შეცდომები არ არის, ეს მიზან მიმართულად მოქმედებაა. ამაზე მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გაამახვილოს ყურადღება ყველა ასაკობრივ ჯგუფში
რაგბი
08 აპრილი 2024 09:48
1
ვფიქრობ,მსაჯების შეცდომები,ჩვენს წინააღმდეგ,როგორც მოცემულობა,ისე უნდა მივიღოთ,ეგეც არ იყოს,მსაჯებიც ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ,ვარის გარეშე კი,საუკეთესო მსაჯებიც ცდებიან.ჩვენ საკუთარ ნაკლზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და მის გამოსწორებაზე,რადგან ესაა ჩვენ ხელთ,სხვა ფაქტორებისაგან განსხვავებით.ინგლისელების თამაში,შოტლანდიელებთანაც მქონდა ნანახი და მათ გაბარიტებს რომ ვუყურებდი,წინა დღეებში,ამიტომ გამოვთქვამდი შიშს.ვფიქრობ,ამ მატჩის შედეგზე,პირველ რიგში,მაინც ინგლისელების ფიზიკურმა უპირატესობამ მოახდინა გავლენა.მთელ მოედანზე,ეს თითქოს გავანეიტრალეთ,მაგრამ 5 მეტრიან ზონაში როცა შემოდიოდნენ,ამ სიმაღლე მეტოქეების წელს ქვემოთ შებოჭვით შეჩერებას,ვერ ვახერხებდით.წელს ზემოთ ბოჭვა კი,აკრძალული გვქონდა.ასეთი,ერთი და ორი რომ ჰყოლოდათ,კიდევ ჰო,მაგრამ რამდენიმე ჰყავდათ და ყველას ვეღარ ავუდიოდით.მათ ხუთმეტრიანში,მათი დაცვის გაგლეჯვა,გაგვიჭირდა.რამდენჯერმე,დასანანად დავკარგეთ ბურთი.აქ ვინც წერს,რომ ბურთი ბოლოს,აუტში უნდა გადაგვეგდო,გაწითლებულზეო,ვერ დავეთანხმები.ინგლისელებმა ლელოც დაგვიდეს და ამის შემდეგ,კიდევ გვათამაშა მსაჯმა.ესე იგი,დრო გასული არ ყოფილა.
წავაგეთ?წავაგეთ!მოგება შეგვეძლო?შეგვეძლო!მერე რა?-არც არაფერი!შესაძლოა ეს წაგება,ჩვენი ბიჭებისთვის,უკეთესი იყოს,სამომავლოდ.მათ უკვე იციან,რომ 6 ერის ყველა გუნდთან გამარჯვება შეეძლოთ და საამისოდ,წვრილმანი რაღაცების ცოდნა თუ გამოცდილება დააკლდათ.გამოცდილება მიღებულია,რევანში ასაღები და მომავალში,ინგლისელებს რომ შევხვდებით,მათი არ მშურს.ზუსტად იგივეა,შოტლანდიელებთანაც.ეს თამაში რომ მოგვეგო,მაშინ ეიფორია შეგვიპყრობდა და შესაძლოა ამ ეიფორიას,დათვური სამსახურიც გაეწია,ჩვენი ბიჭებისათვის.ახლა,ბიჭებმა,ზუსტად იციან,რომ რასაც აქ ვერ მიაღწიეს,იმის მიღწევა,მათ ხელშია.ხოლო რაკი მათ ხელშია,მიაღწევენ კიდეც.შარშან,ახალგაზრდულებში მსოფლიოს ჩემპიონატზე,ჩვენ ბიჭებს,ერთადერთი გატანილი ლელო დააკლდათ,ნებისმიერ იქ ჩატარებულ მატჩში,რათა საუკეთესო ოთხეულში შევსულიყავით.იქაც გამოცდილება დაგვაკლდა და ეს გამოცდილება,ამ ბიჭებმა,უკვე ამ ტურნირზე მიიღეს.ასე რომ სანერვიულო და გულის დასაწყვეტი,არაფერი მომხდარა.გავლენ ეს ბიჭები მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქ,სრულფასივან თამაშში დაამტკიცებენ,ვინ არიან.მანამდე კი,შრომა და ისევ შრომაა საჭირო,რაც აქამდეც არ ეზარებოდათ.მადლობას ვუხდი ბიჭებს,ამ ტურნირში,მათი თამაშის ხილვით მიღებული სიამოვნებისათვის და რა თქმა უნდა მადლიერი ვარ,ჩვენი მწვრთნელებისაც,რომელთა დამსახურებითაც,ჩვენი ნაკრები,თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა.
სოსო
08 აპრილი 2024 07:59
1
ასეთი პრესი რაც ამ ბიჭებმა შეასრულეს ქართველებისთვის რაღაც ახალი ეტაპია. მაგრად ჩაკეტეს ინგლისი, აუტშიც ივარგეს, მოლშიც და ძლისმიერ დინამიკაშიც დაჩაგრეს ამხელა ინგლისელები. ასცოტა გაგვიჭირდა შერკინებაში და ხელით თამაშში. ოდნავ მეტი გამოცდილება, რომ ჰქონოდათ ბოლო წუთებში კონცენტაცია უკეთესი იქებოდა და უფრო რაციონალურად ითამაშემდნენ. მგრამ .ეს ბიჭებისთვის დასაწყისია - ასეთი დონე და ამ ასაკში ჯერ არ გვიჩვენებია. ინგლისელები ჭკუიდან გადადგნენ სიხარულით ისეთი მიიღეს.

ეს უკვე უკვე სხვა ნამდვილად კლასია. ამ ასაკში ასე რომ თამაშობენ წინ დიდი პერპექტივა არის.
ლევანი
08 აპრილი 2024 07:47
0
18 წლისანიც არ არიან ლევან!მოგებაზე რომ არ გაეწიათ,ეგ იქნებოდა უცნაური.თვითონაც ამბობ,რომ მომავალი ჩვენია და მეც ასე მჯერა.ეს ბიჭები,კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ და სიამოვნებით გავიხსენებთ,რომ მათი სანაკრებო დებიუტის მაყურებლები ვიყავით.
სოსო
08 აპრილი 2024 18:13
0
ყოჩაღ ბიჭებს, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ბოლომდე ვერ დაიჯერეს ინგლისის დამარცხების შესაძლებლობა? რა ახლოს ვიყავით?... ალბად უფრო გამოუცდელობის ბრალია-კონცენტრაცია არ ეყოდ ბოლო წუთებში, არადა მაგრად იბრძოლეს, პოტენცია ჩანს ,მომავალი ჩვენია....
გუსანი
08 აპრილი 2024 00:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.