ლადო კილასონიას შეგირდებმა 4 მაისს საფრანგეთთან გამართული გასახურებელი თამაშის (17:26) შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენეს და შეკრება განაახლეს. წვრთნები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შაბათ-კვირა კი დასვენების დღეებია.
"მზადების სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ მეტ ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე. განვლილმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა ჩვენი ძლიერი მხარეები, რომელთა კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეც ვმუშაობთ და ასევე ის დეტალები, რომელთაც გამოსწორება სჭირდება", - ამბობს მთავარი მწვრთნელი
ლადო კილასონია.
20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთი აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. მანამდე "უმცროს ბორჯღალოსნებს" კიდევ ორი გასახურებელი თამაში აქვს – 7 და 12 ივნისს "ავჭალაზე" ინგლისს ვუმასპინძლებთ. აღსანიშნავია, რომ ინგლისი შარშანაც გვეწვია და პირველი შეხვედრა უკანასკნელ წუთებზე 35:41 დავთმეთ, მეორეში კი ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 40:38.
"ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე, დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. რადგან საფრანგეთის ჩემპიონატებში (მათ შორის, ესპუარების) პლეი-ოფებია, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ინგლისთან თამაშებისთვის რომელი ლეგიონერები შეძლებენ ჩამოსვლას. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა", - აღნიშნავს კილასონია.
საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელების პირველი შეხვედრა "ავჭალაზე" 7 ივნისს, 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Rugby.ge