20 წ. | ვიწყებთ ავსტრალიით – მსოფლიო რაგბიმ კალენდარი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკაში გასამართი 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა.

20-წლამდელთა მე-14 ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ქეიფთაუნში გაიმართება და საქართველო, რომელმაც შარშან იმავე სამხრეთ აფრიკაში სარეკორდო მე-8 ადგილი დაიკავა, "ბ" ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. "ა" ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო "გ" ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და
ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

ტურნირი 29 ივნისს მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთისა და დებიუტანტის – ესპანეთის (2023 წლის ალაფის გამარჯვებული) შეხვედრით გაიხსნება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ თამაშს „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ ჩვენი დროით 18:30 საათზე გამართავს, 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16 საათზე „დენი ქრეივენზე“ ერკინება; ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან ჯახით, 18:30 საათზე ასრულებს.

ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იქნება პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მსოფლიო რაგბის მიერ დამტკიცებული ახალი წესებით ჩატარდება. ამ ცვლილებებმა გუნდების შეტევებს მრავალფეროვნება და მეტი ინტენსივობა უნდა შემატოს. ამავდროულად, ეს ცვლილებები მოთამაშეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

ახალი წესების შესახებ საბა აბულაშვილი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მოედნის მსაჯადაა მიწვეული, მომდევნო სტატიაში გვიამბობს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემპიონატის დაწყებამდე,სულ რაღაც ერთი თვით ადრე,წესებში ცვლილებების შეტანა,საკმაოდ არასერიოზულ ნაბიჯად მიმაჩნია.მწვრთნელები შემადგენლობას,არსებული წესების მიხედვითაც არჩევენ,რადგან წესების შეცვლამ,თამაშის ტაქტიკასა და საჭირო უნარ ჩვევებში,შესაძლოა ცვლილებების საჭიროება წარმოშვას.ეს კი,უკვე ნაკრების დაკომპლექტებაშიც შეცვლის,შერჩევის კრიტერიუმებს.ფრანგებთან ამხანაგურ მატჩში,განსხვავებული წესებით თამაში,აშკარა დისკომფორტს გვიქმნიდა და იქაც, სავარაუდოდ ასევე იქნება.
სოსო
29 მაისი 2024 12:30
0
ეთამაშონ აწი გრუზინები 6 ერი ირანს და პაკისტანს!
zoom
28 მაისი 2024 20:20
19
აეეეე ზუუმYლეოოო!
პასუხად
29 მაისი 2024 18:20
0
zoom-ი ალბათ უცხოპლანეტელია
სერგო
28 მაისი 2024 23:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.