სიახლეები

საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევრო 2016-ისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია.

ტრავმების გამო ტურნირს გამოაკლდნენ: ჟერემი მატიე (ბარსელონა) და რაფაელ ვარანი (რეალი).

ტრავმირებული ფეხბურთელების მაგივრად ნაკრებში გამოიძახეს: სამუელ უმტიტი (ლიონი), ადილ რამი (სევილია).

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი), ბენუა კოსტილი (რენი)
მცველები: ლუკა დინი (რომა), პატრის ევრა (იუვენტუსი), ლორან კოსიელნი (არსენალი), კრისტოფერ ჟალე, სამუელ უმტიტი (ლიონი), ადილ რამი (სევილია), ბაკარი სანია, ელიაკიმ მანგალა (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები: იოან კაბაი (კრისტალ პალასი), ლასანა დიარა (მარსელი), ბლეზ მატიუდი
(პსჟ), პოლ პოგბა (იუვენტუსი), ნგოლო კანტე (ლესტერი), მუსა სისოკო (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: ანდრე-პერ ჟინია (ტიგრესი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში რუმინეთთან, ალბანეთთან და შვეიცარიასთან მოხვდა.