რაფაელ ვარანი შეიძლება "რეალში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
იმის გამო, რომ დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო ტრავმირებულები არიან, "რეალი" იანვარში ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება. As-ის ცნობით, არაა გამორიცხული, "სამეფო კლუბმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რაფაელ ვარანი დაიბრუნოს.

ვარანის ტრანსფერის მომხრეა მადრიდული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც მას კარგად იცნობს და ადაპტაციაც არ დასჭირდება. პრობლემა შეიძლება ფეხბურთელის ხელფასი გახდეს - ის "რეალში" წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, "იუნაიტედში" კი 15 მილიონს იღებს.

30 წლის ვარანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული