ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ფინალი თბილისის ნაცვლად გორში!

AutoSharing Option
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 15 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იყო დაგეგმილი.

მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა - ტურნირის მთავარი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 20 საათზე).

საინტერესოა, რომ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაარტენ სტეკელენბურგმა ტურნირის ორგანიზებაზე საუბრისას თქვა, რომ გორში განსაკუთრებით კარგი გარემო და სათამაშო მოედანი იყო. თუმცა მისი გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა და შაბათს ამ "კარგ გარემოსა და სათამაშო მოედანს" ვეღარ დააჭაშნიკებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"